,,ლეიბორისტული პარტიის” ლიდერის ინფორმაციით, კომპანია ,,გორბს”, რომლის კვლევითაც საქართველოს მოსახლეობა კრემლის წინააღმდეგ მიმართულ აქციებს მხარს არ უჭერს, ხელმძღვანელობს რუსეთის აგენტი, თავის დროზე ეროვნულ მოძრაობაში ჩანერგილი მალხაზ გულიაშვილი, იგივე გელა ჭინჭარაული.
შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ სანამ ასეთი აგენტები ქვეყანაში თავისუფლად დადიან, საქართველო როგორც სახელმწიფო, ვერ შედგება.
დილიდან რუსეთის სამთავრობო ტელევიზიები სიხარულით აუწყებენ მთელ მსოფლიოს, რომ ტელეკომპანია ,,იმედით” გამოცხადებული ,,გორბის” გამოკითხვებით ლამის მთელი საქართველო თურმე წინააღმდეგია რუსეთის მინიმუმ ფინანსური პასუხისმგებლობისა უკრაინაში ჩადენილი აგრესიის გამო.
,,გორბი” დე–ფაქტო მალხაზ გულაშვილისაა ( თუ გულა ჭინჭარაულის, როგორც დაირქვა) რომელიც ჯერ კიდევ ეროვნულ მოძრაობაში ჩანერგა მოსკოვმა აგენტ–რეზიდენტად და დღესაც უფინანსებენ რუსეთის სპეცსამსახურები საინფორმაციო სააგენტო ,,ჯორჯიან ტაიმსს”,გაზეთსა და ტელევიზიას.
გახსოვთ, ეს ის გულაშვილია, რომლიც დაჭერის საფრთხის გამო რუსულ-ოსურმა სპეცსამსახურებმა ახალგორი-ცხინვალის გავლით გადამალეს თავის დროზე მოსკოვში.
მოკლედ სანამ აგენტურა ასე თავისუფლად იმოქმედებს ქვეყანაში, აქ სახელმწიფო არასოდეს არ შედგება – წერს შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში.