რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მოწამვლის შიშით 1 000-მდე თანამშრომელი შეცვალა.
ინფორმაციას უცხოური მედია რუსეთის მთავრობის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემა The Daily Beast წერს, რომ გათავისუფლებულთა შორის არიან დაცვის თანამშრომლები, მზარეულები, მრეცხავები და მდივნები, ანუ ყველას, ვინც პუტინთან გარკვეულწილად ახლოს იმყოფებოდა.