”რამდენიმე კონსილიუმი შეიქმნა თქვენ ეს კარგად იცით, ყველა მონაწილემ ჩათვალა, რომ არ არის მიშა გამოჯანმრთელებული, მისი გადაყვანა ეს იქნება გლდანი თუ რუსთავი სრულიად გამორიცხულიაო. ასეთია ექიმების დასკვნა. მე არ ვიცი იუსტიციის მინისტრმა რის საფუძველზე გააკეთა ეს განცხადება. გამოჯანმრთელებული ნამდვილად არ არის, ყოველი შემთხვევისთვის ციხეში გადაყვანისთვის. მე რამდენადაც ვიცი რამდენიმე სახელმწიფოა მზადაა მიშა გაიყვანონ, თვითმფრინავი გამოგზავნონ თუ იქნება თანხმობა ჩვენი მხრიდან. საქართველოს თანხმობის გარეშე, რა თქმა უნდა ვერ მოხერხდება. ეს ძალიან კარგი იქნება მისთვის, რადგან გახდეს სრულფასოვანი ადამიანი, ჯანმრთელი. რეაბილიტაცია აუცილებელია მისთვის.”
ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ გიული ალასანიამ tv პირველის ეთერში განაცხადა.