“ქართული ოცნების” მიხედვით, განტოლების პასუხი არის – ლამის ბირთვული თუ მესამე მსოფლიო ომში პუტინი ეომება პუტინს”

”კარგი, მივყვეთ “ქართული ოცნების” ლოგიკას – ანალიზის ერთეულებია შემდეგი დამოკიდებულებები:

1) ზელენსკის მართავს მიშა.

2) მიშას მართავს პუტინი.

3) ზელენსკი ეომება პუტინს.

შესაბამისად, გამოდის, რომ პუტინი ეომება ზელენსკის, რომელსაც მართავს მიშა, რომელსაც მართავს პუტინი. ანუ პუტინი ეომება პუტინს.

“ქართული ოცნების” მიხედვით, განტოლების პასუხი არის – ლამის ბირთვული თუ მესამე მსოფლიო ომში პუტინი ეომება პუტინს.

“ქართული ოცნება”, ვერ გავიგე?” – წერს ექსპერტი არჩილ გამზარდია, რომელიც აღნიშნული პოსტით ირაკლი კობახიძის ბრიფინგს გამოეხმაურა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share