“ბუნების კანონია, რასაც თესავ, იმას მოიმკი. ახლა, ბატონო პუტინო, თქვენ თესავთ სიკვდილს და ნგრევას და დამნაშავე პირადად თქვენ ხართ. გაიღვიძეთ!” – ასე მიმართავს რეჟისორი დევიდ ლინჩი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს.
მიმართვას უკრაინული მედია ავრცელებს.