“მთელი ღამე წყალში ვიდექით, მოხუცები ვერ უძლებდნენ და იღუპებოდნენ” – მარიუპოლიდან საქართველოში ჩამოსული ქალის უმძიმესი მონაყოლი

“ხმა ნან­გრე­ვე­ბი­დან, სა­ში­ნელ უდაბ­ნოდ ქცე­უ­ლი ქა­ლა­ქი, გაქ­ცე­ვა ჯო­ჯო­ხე­თი­დან” – ეს არ არის იმ ფრა­ზე­ბის სრუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, რომ­ლი­თაც და­სავ­ლუ­რი მე­დია ბოლო დღე­ე­ბია უკ­რა­ი­ნის ქა­ლაქ მა­რი­უ­პოლს მო­იხ­სე­ნი­ებს… ოკუ­პან­ტე­ბის მიერ შექ­მნი­ლი ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი კრი­ზი­სი არ სრულ­დე­ბა, რუ­სუ­ლი ბლო­კა­დის დღე­ე­ბი გრძელ­დე­ბა, რო­მელ­საც ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა და აზო­ვის ბა­ტა­ლი­ო­ნის წარ­მო­უდ­გე­ნელ ფა­სად უძ­ლებს…

ერთი შე­ნო­ბის სარ­და­ფი­დან მე­ო­რე­ში, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბის, სკო­ლე­ბის, სპორ­ტუ­ლი დარ­ბა­ზე­ბი­სა და სხვა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის თავ­შე­საფ­რებ­ში შე­ფა­რე­ბულ ქა­ლებს, ბავ­შვებ­სა და მო­ხუ­ცებს, ორ კვი­რა­ზე მე­ტია რუ­სუ­ლი ავი­ა­ცია და არ­ტი­ლე­რია დაჰ­ყვე­ბა… უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი რუ­სულ ჭურ­ვებს, სა­რა­კე­ტო იე­რი­შებს ეწი­რე­ბა, ზოგს კი ნან­გრე­ვებ­ში პო­უ­ლო­ბენ. მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წილ­მა სას­წა­უ­ლებ­რი­ვად შეძ­ლო ბლო­კა­დი­დან თა­ვის დაღ­წე­ვა, ზოგ­მა დრო­უ­ლად გა­მო­აღ­წია, ზოგს რუ­სუ­ლი ტყვი­ე­ბი­სა და ჭურ­ვე­ბის ქვეშ მო­უ­წია სამ­შვი­დო­ბოს გა­მოს­ვლა. თუმ­ცა, ყვე­ლას არ გა­უ­მარ­თლა. ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი მტერს დღემ­დე სარ­და­ფებ­ში ემა­ლე­ბა.

”თით­ქმის სამი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ჯო­ჯო­ხე­თი გა­ვი­ა­რეთ. ბოლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ინ­ტენ­სი­უ­რად გვბომ­ბავ­დნენ, თუ ვინ­მეს ქუ­ჩა­ში და­ი­ნა­ხავ­დნენ, და­მიზ­ნე­ბით ეს­როდ­ნენ… ბოლო ოთხი დღე-ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში სარ­და­ფი­დან არ ამოვ­სულ­ვართ. ქა­ლაქ­ში, უფრო სწო­რედ, ქა­ლა­ქის ნარ­ჩე­ნებ­ში აღარ არ­სე­ბობს დენი, სით­ბო, საკ­ვე­ბი, წყა­ლი, მე­დი­კა­მენ­ტე­ბი. ქუ­ჩე­ბი სავ­სეა გვა­მე­ბით და სა­საფ­ლა­ო­ე­ბით. ერთ დროს სკვე­რე­ბი, ბავ­შვთა გა­სარ­თო­ბი ად­გი­ლე­ბი, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სე­ბის ეზო­ე­ბი სა­საფ­ლა­ოდ ვაქ­ცი­ეთ. ხში­რად ისე ვმარ­ხავ­დით, გვარ-სა­ხელ­საც ვერ ვა­ყო­ლებ­დით…

არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა შე­ში­ნე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბი და მათი სა­სო­წარ­კვე­თი­ლი კი­თხვე­ბი – ამა­ღამ მოვ­კვდე­ბით?!. შემ­დეგ კი­თხვის დას­მაც შე­წყვი­ტეს. ჩემი ახ­ლობ­ლის 5 წლის ბავ­შვმა ში­შის­გან მი­ღე­ბუ­ლი სტრე­სის­გან ლა­პა­რა­კი შე­წყვი­ტა. იმ წყე­ულ და­ბომბვამ­დე უამ­რა­ვი თავ­შე­სა­ფა­რი გა­მო­ვი­ა­რეთ, მთე­ლი ღამე მუხ­ლე­ბამ­დე წყალ­ში ვმდგარ­ვართ. მო­ხუ­ცე­ბი ვერ უძ­ლებ­დნენ და 5-6 დღე­ში იღუ­პე­ბოდ­ნენ. მათ იქვე, სა­ერ­თო საფ­ლავ­ში ვმარ­ხავ­დით. თურ­მე ყვე­ლა­ფერს ეჩ­ვე­ვა ადა­მი­ა­ნი. რამ­დენ­ჯერ­მე ცხედ­რე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში გაგ­ვი­თე­ნე­ბია, თუ თავ­შე­სა­ფარ­ში ვინ­მე ჭრი­ლო­ბე­ბის­გან, სტრე­სის­გან, გუ­ლის შე­ტე­ვის, წნე­ვის­გან და­ი­ღუ­პე­ბო­და, დი­ლამ­დე ვერ ვმარ­ხავ­დით.

შე­ვეჩ­ვი­ეთ ნა­დი­რი­ვით ფეხ­ზე ძილს, სი­ცი­ვეს, შიმ­შილს, და­სის­ხლი­ა­ნე­ბულ ადა­მი­ა­ნებს. ვიც­ვამ­დით და ვი­ფა­რებ­დით ყვე­ლა­ფერს, რა­საც ვპო­უ­ლობ­დით, რომ არ გავ­ყი­ნუ­ლი­ყა­ვით. იგი­ვე ხდე­ბო­და საკ­ვებ­სა და წყალ­ზე, მაგ­რამ რა დროს ამა­ზე სა­უ­ბა­რია, რო­დე­საც იქ ჯერ კი­დევ უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი დარ­ჩა. ყვე­ლამ იცის, რომ იმი­ტომ და­ბომ­ბეს მა­რი­უ­პო­ლის თე­ატ­რი, ზუს­ტად იცოდ­ნენ, იქ ქა­ლე­ბი, ბავ­შვე­ბი და მო­ხუ­ცე­ბი ვი­ყა­ვით შე­ფა­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ იმი­ტომ არ დაგ­ვინ­დეს, რომ ასე­თი სტრა­ტე­გია აქვთ, ხომ იცი­ან, რომ იქ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ვართ შე­ფა­რე­ბუ­ლი და ფიქ­რო­ბენ, რომ შემ­დეგ აზო­ვე­ლე­ბი მო­ვი­დოდ­ნენ ჩვენს და­სახ­მა­რებ­ლად და ეგო­ნათ, ჩა­უ­საფ­რდე­ბოდ­ნენ, ან სხვაგ­ვა­რად მო­ი­ხელ­თებ­დნენ. ჩვე­ნი კა­ცე­ბი რვა წელი ემ­ზა­დე­ბოდ­ნენ ამ ომის­თვის. ჩვე­ნი და­მარ­ცხე­ბა ასე ად­ვი­ლი არა არის, თუმ­ცა, მარ­თლა ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­დნენ ჩვენს გა­სა­ტე­ხად.

“მწვა­ნე დე­რეფ­ნით”, თუმ­ცა ოკუ­პან­ტე­ბი მა­ინც ის­როდ­ნენ, ცე­ცხლი არ შე­წყვე­ტი­ლა. უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი ქა­ლა­ქი­დან გა­მოს­ვლის დროს და­ი­ღუ­პა, პირ­და­პირ, და­მიზ­ნე­ბით ეს­როდ­ნენ. მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მა­რი­უ­პოლ­ში ვცხოვ­რობ­დით, ქა­ლაქ­ში, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი გვე­გო­ნა. ახლა იქა­უ­რო­ბა ერთ უსას­რუ­ლო კოშ­მარ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბას ჰგავს. ასე მგო­ნია, ყვე­ლა სახ­ლის ნან­გრე­ვებ­ში ადა­მი­ა­ნია მო­ყო­ლი­ლი… ომზე უამ­რა­ვი რამ მსმე­ნია, წა­მი­კი­თხავს და მი­ნა­ხავს, მაგ­რამ ასე­თი რამ არას­დროს წარ­მოგ­ვედ­გი­ნა.

რო­დე­საც რუ­სე­თი უკ­რა­ი­ნას თავს და­ეს­ხა, ვი­ცო­დით, რომ ძა­ლი­ან მალე მათი სა­მიზ­ნე მა­რი­უ­პო­ლიც გახ­დე­ბო­და. ეს ად­გი­ლი მათ­თვის სტრა­ტე­გი­უ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ამ ქა­ლაქ­ში ძა­ლი­ან ბევ­რი რუსი ცხოვ­რობს და რო­დე­საც სი­ტუ­ა­ცია ძა­ლი­ან გამ­წვავ­და და ხალ­ხმა ქა­ლა­ქის და­ტო­ვე­ბა და­ი­წყო, ჩვე­ნი რუსი მე­ზობ­ლე­ბი გვა­ი­მე­დებ­დნენ, ნუ გე­ში­ნი­ათ, აქ ვარ­თო… თუმ­ცა, ჩემს გარ­შე­მო ყვე­ლა­ზე მეტი დახ­ვრე­ტი­ლი, და­ბომბვის გამო ნან­გრე­ვებ­ში მო­ყო­ლი­ლი, ჭურ­ვე­ბის ნამ­სხვრე­ვე­ბის­გან მი­ღე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბით გარ­დაც­ვლი­ლი ადა­მი­ა­ნი ეთ­ნი­კუ­რად რუ­სია. რუს­მა ჯა­რის­კა­ცებ­მა და­ი­ნა­ხეს, რომ მათ არ­სად არ დახ­ვდნენ ყვა­ვი­ლე­ბით და ბუშ­ტე­ბით, ტყვი­ე­ბი და­უ­ში­ნეს. რო­დე­საც მა­რი­უ­პო­ლე­ლი რუ­სე­ბი ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, არ გრცხვე­ნი­ათ, ასე ფა­შის­ტე­ბი არ მოქ­ცე­უ­ლა­ნო, პა­სუ­ხად მა­შინ­ვე ია­რაღს გა­და­ტე­ნიდ­ნენ, ფა­შის­ტებს ასე ვექ­ცე­ვი­თო… თუმ­ცა, თუ ტყვედ ჩა­ვარ­დე­ბოდ­ნენ, მა­შინ­ვე ტი­რილ­სა და თა­ვის შე­ცო­დე­ბას იწყებ­დნენ.

თა­ვი­დან, რო­დე­საც მათი ხრი­კე­ბი არ ვი­ცო­დით, საკ­ვებს ვუ­ყოფ­დით… შემ­დეგ ომი ბევრ რა­მეს გას­წავ­ლის. ვის უნდა ენდო და ვის არა. ვი­ღა­ცე­ბი უამ­რავ ად­გი­ლობ­რივს შეჰ­პირ­დნენ, რომ სამ­შვი­დო­ბოს გა­იყ­ვან­დნენ და რუ­სეთ­ში წა­იყ­ვა­ნეს. მათი გზა-კვა­ლი და­ი­კარ­გა. ოჯა­ხის წევ­რე­ბი ყვე­ლა გზით ეძებ­დნენ, მაგ­რამ ვერ მი­აგ­ნეს.

მე და მა­მი­და­ჩე­მი, რო­მე­ლიც ქარ­თველ­ზე იყო გა­თხო­ვი­ლი, სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­მო­ვე­დით. ჩემი და და დის­შვი­ლე­ბი არ წა­მო­ვიდ­ნენ. მა­მი­დაშ­ვი­ლე­ბიც დარ­ჩნენ და მა­მი­და, რო­მე­ლიც უკვე ასაკ­შია, ძა­ლი­ან გა­ნიც­დი­და. ში­ში­სა და სტრე­სის ნი­ა­დაგ­ზე, მა­მი­დას გუ­ლის ტკი­ვი­ლე­ბი და­ე­წყო. მას, რო­გორც უამ­რავ გარ­შე­მომ­ყოფს არ ჰქონ­და წა­მა­ლი, ან თუ გვქონ­და, მხო­ლოდ კრი­ტი­კუ­ლი პე­რი­ო­დის­თვის ვი­ნა­ხავ­დით, სხვა­ნა­ი­რი ჯო­ჯო­ხე­თი არ ვიცი რო­გო­რია. თუმ­ცა სულ ვამ­ბობ­დით, არა უშავს, მთა­ვა­რია, გა­დავ­რჩი­თო…

სა­ქარ­თვე­ლო­ში წა­მოს­ვლა გა­დავ­წყვი­ტეთ. მთე­ლი გზა ნერ­ვი­უ­ლობ­და, შვი­ლებ­სა და შვი­ლიშ­ვი­ლებ­ზე. სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვა­რი გად­მოვ­კვე­თეთ თუ არა, გულ­მა უმტყუ­ნა და ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა. ერ­თა­დერ­თი, რაც მამ­შვი­დებს ის არის, მე­უღ­ლე აქ არის და­საფ­ლა­ვე­ბუ­ლი, მის გვერ­დით დაკ­რძალ­ვა­ზე ოც­ნე­ბობ­და. იქ რომ და­ღუ­პუ­ლი­ყო, ვერც გად­მო­ვას­ვე­ნებ­დით… მთე­ლი გზა, ლოც­ვა­სა­ვით წარ­მოთ­ქვამ­და შვი­ლე­ბი­სა და შვი­ლიშ­ვლე­ბის სა­ხელს. ამ ყვე­ლაფ­რის შემ­დეგ, თუ ვინ­მე მე­ტყვის, რომ უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი და რუ­სე­ბი ძმე­ბი არი­ან, მტე­რია, ჩვენ არას­დროს ვყოფლვარ ძმე­ბი და არც ვიქ­ნე­ბით.”

ფო­ტო­ე­ბი: ტე­ლეგ­რამ არხი Реальная Война Новости Украина

ambebi.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share