“გვაქვს მინიშნებები, რომ რუსები სამხედრო ძალებს საქართველოდანაც იზიდავენ” – ამის შესახებ გამოცემა The Washington Post პენტაგონის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომლის ვინაობასაც ანონიმურად ტოვებს.
გამოცემა აშშ-ის თავდაცვის უწყებაზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთმა უკრაინაში გასაგზავნად სამხედრო ძალების მობილიზება დაიწყო, რადგან მისი დანაკარგები ერთთვიანი ომის შემდეგ მისი დანაკარგები გაიზარდა.
“გვაქვს მინიშნებები, რომ ისინი ძალებს საქართველოდან იზიდავენ”… “რუსული ბაზები, რომელიც ბაზირებულია საქართველოში. ზუსტი რიცხვი არ ვიცით”, – ამბობს გამოცემის ცნობით, თავდაცვის მაღალჩინოსანი.
გამოცემა წერს იმასაც, რომ ათასობით რუსი ჯარისკაცი რეგულარულად დგას სამხედრო პუნქტებში საქართველოდან სირიამდე და ტაჯიკეთამდე, რომლებიც მზად არიან დაუყოვნებლივ განლაგებისთვის. სწორედ ამასთან დაკავშირებით, Washington Post წერს, რომ პენტარონს სჯერა, რომ კრემლი გეგმავს, შეინარჩუნოს სახმელეთო შეტევა, რადგან რუსი მეთაურები დიდ დანაკარგებს განიცდიან.
პენტაგონის ცნობით, რუსეთს ამ დროისთვის საბრძოლო ძალის 85-დან 90%-მდე რჩება.