პოლიტიკოსი ემზარ კვიციანი სოციალურ ქსელში მოულოდნელი სიხარულის ღვთისმშობლის ხატს აზიარებს და წერს:
“მოულოდნელი სიხარული მაქ ოჯახში, მეგობრებო, მომილოცეთ! თურმე, ძვირფასი სტუმარი მყოლია ოჯახში და ეხლა გავიგე გულწრფელად გამიხარდა!
დიდება წმიდა კორონას!
მაპატიე 5 დღე ლოგინში წოლა და უყურადღებობა! ეხლავე ავდგები სანთელს დაგინთებ და ვილოცებ შენს წმიდა სახელზე!
ჰოი წმიდაო კორონა გთხოვ მოხუცისკენ არ გადახვიდე და ჩემთან იყავი წასვლამდე და ვისაც ჩემგან ესტუმრები ისინიც დამილოცე!მადლობა წმიდაო კორონა,რომ ღირს მყავ შენი სტუმრობისთვის! წმიდაო კორონა გთხოვ საქართველო შემოიარე მშვიდობით და მშვიდობით დაგვტოვე!დიდება ღმერთს!დიდება წმიდა კორონას!!! ამინ!!!”