სეროტონინის სინდრომი…სამწუხაროდ, თითქმის, ყველას ეხება-ექიმი მარინა ტოტოჩავა

სეროტონინის სინდრომი
სამწუხაროდ, თითქმის, ყველას ეხება.
ძალიან ბევრი , ამ სინდრომის სიმძაფრით შეწუხებული ადამიანი მომმართავს , რომ ავუხსნა და გზაზე დავაყენო და მოხდეს ამ მდგომარეობის შველა და გაუმჯობესება. ცუდი ის არის, რომ მძაფრად როცაა ეს სინდრომი, ყველ ა ეძებს საშველს. მაგრამ, საშუალო და ლატენტური ფორმები არსებობს, როცა ადამიანებმა საერთოდ არ იციან ,რისგან აქვთ ზოგი შემაწუხებელი ჩივილი. ასეთები კი ათიათასებია. სეროტონინი ანუ ბედნიერების ჰორმონი ანუ 5 ჰიდროქსიტრიპტამინი წარმოიქმნება——-თავის ტვინსა და ცენტრალური ნერვული სისტემის უჯრედებში, ასევე მისი სინთეზი მიდის მსხვილი ნაწლავის ტრილიონობით უჯრედებში. მისი გარკვეული ნაწილი აკუმულირებულია თრომბოციტებში. კერძოდ ,მას უშუალოდ ქმნის ფიზიოლოგიურ რეაქციებში , მისი წინა ფრაქცია ——-ამინომჟავა ტრიფტოფანი. ტრიფტოფანს ,ნაწლავის ბაქტერიები გადააქცევს სეროტონინად. ახლა დიდი გონება აღარ სჭირდება იმას, ადამიანი მიხვდეს, რომ სეროტონინის სინდრომის დროს უპირობოდ პრობლემურია———-ღვიძლი, ნაწლავები—— თავისი დიზბაქტერიოზით; სისხლის სისტემა , ტვინი და ნერვული სისტემა. სტატისტიკურად ბევრია ეს სინდრომი- ცეჰეპატიტ ან ბოტკინ გადატანილებში .სეროტონინის ჭარბ ეფექტზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს მზის სხივებს. ამიტომ, ვისაც , ორგანო——-კანის ბევრი პრობლემა აქვს, მაგალითად ან ფსორიაზია ან ვიტილიგოა ან დერმატიტი ან აკნე ან შეშუპებისკენ მიდრეკილება ან ალერგიის მაღალი ხარისხი; ბუნებრივია, ამ კატეგორიას მეტად ექნება გამოხატული ეს ვითარება .რადგან, ჩამოთვლილი დაავადებების დროს ნუტრიენტების სიღარიბის დიდი მასშტაბებია, რომელთა აღდგენას წლები სჭირდება. გამომდინარე, სეროტონინის ბიოსინთეზის მექანიზმებიდან, ის მძაფრადაა ——ღვიძლით, ნაწლავებით, სისხლის სიტემის დაავადებებით დაავადებულებში. რადგან, მისი ნაწილი დაგროვებულია თრომბოციტებში. ქვევით აგიხსნით, რა კავშირია სეროტონინის სიჭარბის სინდრომი კიბოს დამართების შანსებთან. როგორც ვთქვი, ამინომჟავა ტრიფტოფანი სეროტონინის წინამორბედია და მის გარეშე სეროტონინი არ წარმოიქმნება. აქედან მიხვდებით, რომ ვისაც ცილების და ამინომჟავების სრულფასოვანი ცვლა აქვს, მას ეს სინდრომი არ ექნება. მსუბუქი სახითა ც რომ ჰქონდეს ადამიანს წარმოდგენილი ეს სინდრომი ,მას აუცილებლად ექნება ცილების დაშლის პროცესი და ამინომჟავური პრობლემები .ანუ ამ ადამიანს ცილების მძაფრი დეფიციტი აქვს. ცილის სახეობა არსებობს ათიათასობით. ამიტომ , ჩვენში დამკვიდრებული ალბუმინების და გლობულინების მწირი ანალიზის მიხედვით, ცილების სპექტრს ნუ შეაფასებთ. ასევე ამ ადამიანს აკლია უამრავი ფერმენტი. ცილები სხვადასხვა სხეობისაა. 1——ცილები უჯრედის მოლეკულების მშენებლები 2 -მოძრაობის და კუმშვის მაკონტროლებლები 3——-ცილები ფერმენტებზე მომუშავ ეები და სხვები. ცილების დეფიციტის დროს , ორგანიზმს სხვა გზა არა აქვს და ის სამარაგო ადაპტაციურ მექანიზმებზე გადადის. კონკრეტულად, სასიცოცხლო დ აუცილებელ ი—-ფერმენტების, იმუნური სხეულების, რეცეპტორების, ჰემოგლობინის, დამცველი სისტემების შემქმნელი ნივთიერებების სინთეზს იწყე ბს—– უსარგებლო, ჰისტოლოგიურად ღარიბი , მუტანტური ნივთიერებებისგან. ხან აქვს ადამიანს ჰემოგლობინი ნორმაში რიცხობრივად, მაგრამ , ის ცრუა და ვერ უზრუნველყოფს იმუნიტეტის შექმნაში მონაწილეობას. ამ დროს, სისხლის დაავადებისთვის და არა მარტო ამისთვის მზადაა ორგანიზმი. მცოდნე ექიმები ანალიზის წაკითხვისას, ყოველთვის განასხვავებენ ცრუ და რეალურ პარამეტრებს. ცილების ფუნქციები კარდინალურია. ცილების და ამინომჟავების სრულფასოვანი ფორმულა ,ეს არის ჯანმრთელი ადამიანის ხანგრძლივი სიცოცხლე. მაგალითად, ცხიმის დაწვა ცილების გარეშე საერთოდ ვერ ხდება. განსაკუთრებით, არასპორტულ მსუქანს უამრავი ცილა აკლია. ადამიანს მილიარდობით უჯრედები აქვს. ერთ უჯრედში , გააჩნია რა სისტემაში ლოკალიზაცია აქვს მას, შეიძლება ,რამდენიმე ათასი ცილის ტიპი იყოს . ყველა, თავისი ინდივიდუალური ფუნქციებით. მაღალ და დაბალ მჟავობაზე ცილები სწრაფად იშლება. ამიტომ ვამბობ ხშირად, არ შეიძლება მჟავობის მიმალვა და ზეწოლით დაწევა. ის უნდა დაჯდეს ფიზიოლოგიური რეაქციების ჩასწორებით და ცილების სტაბილიზაციით. ერთი დიდი მიზეზი უძილობაში ჭარბი სეროტონინის სინდრომია .სხვა მიზეზები უძილობის ყველა ავხსენი ,დოფას ჩათვლით. ვერავინ იტყვის, რომ ოდესმე დამენიშნოს ძილის წამალი. ტვინის დეგრადაციას, სკლეროზის განვითარებას, გულის ატონიას და ბევრ პათოლოგიას, რასაც თანდათან მიყავს ადამიანი სიკვდილამდე, ხელოვნურად არასოდეს შევუწყობ ხელს. როცა ,ძილის პრობლემის რეგულირება, შიგა მექანიზმების დალაგებით შესაძლებელია. თრომბოციტებში შენახული ჭარბი სეროტონინი, რომელიც გამოიყოფა აგზნების და სისძლძარღვების შევიწროების დროს, სისხლის სისტემას აზიანებს და დარტყმას აყენებს. ამიტომ, ამ სინდრომის მკურნალობის დროს, სისხლის სისტემა უნდა გავაკონტროლოთ და თრომბოციტების მდგრადობა უნდა აღვადგონით .ნაწლავებია სეროტონინის დაბადების ადგილი. სეროტონინის სინდრომის დროს, ფონად რომ დიზბაქტერიოზია, ამას დიდი გონება არ სჭირდება. ხშირად ვამბობ, ყველაზე დიდი პრობლემაა ჩვენს მედიცინაში, აქცენტის დასუსტებაა დიზბაქტერიოზზე. მისი სხვადასხვა ფორმა არსებობს. დიზბაქტერიოზის გაუთვალისწინებლობა, არა მარტო ჭარბი სეროტონინის დროს ხდება. დიზბაქტერიოზი ერთ- ერთი გლობალური მიზეზია სეროტონინის სინდრომის. დიზბაქტერიოზის ფონის გაუთვალისწინებლობა, ნებისმიერი დაავადების დროს დამზიანებელია ადამიანისთვის. ბევრჯერ მითქვამს ადამიანების გასაფრთხილებლად და კიდევ უამრავჯერ ვიტყვი———-ცხიმში ხსნადი ვიტამინების უმრავლესობა, იბადება ნაწლავის ფლორაში. როცა დიზბაქტერიოზია, მათი სინთეზი ვეღარ ხდება. მაგალითად ,ინსულტის დამაგვირგვინებელი მიზეზი სწორედ ეს არის, ასევე , ნაწლავის პერფორაციის, ანევრიზმის და ინფარქტის ბოლო აკორდის. სწორედ ეს ვიტამინებია, რომლებიც სისხლძარღვის კედლის მდგრადობას უზრუნველყოფენ, რომ არ გასკდეს ის და ინსულტი ან ანევრიზმა არ განავითარონ. არის დიზბაქტერიოზი?————–მაშინ ეს ადამიანი მუდმივად არის ინსულტის რისკის ქვეშ. ამისთვის სავალდებულო არ არის, წნევა და თავის ტკივილი ჰქონდეს ქრონიკულად. ეს იმიტომაა მოსალოდნელი, რომ აღნიშნული ვიტამინები, რომლებიც სისხლძარღვების დრეკადობის გარანტები არიან ,დაცემული აქვთ. ხორციც რომ ვერ ჭამოს ადამიანმა, ის დე-ს შემცველ—- რძის პროდუქტებს, კარტოფილს და სხვა ბევრ საკვებს იღებს მუდმივად. მაგრამ, მაინც დავარდნილი აქვთ დე ვიტამინი. მათ დე ვიტამინის დაცემა, სწორედ დიზბაქტერიოზის ფონის გამო აქვთ. დე-ც ცხიმში ხსნად ვიტამინებს მიეკუთვნება. მსხვილი ნაწლავის მილიარდობით უჯრედები ასტიმულირებენ იმ ჰისტოლოგიურ ჩანართებს , რომლებიც უშუალოდ წარმოშობენ სეროტონინს. არ არსებობს ბუნებაში, კუჭ-ნაწლავით დაავადებული, ეს სინდრომი რომ არ ჰქონდეს.სეროტონინის სინთეზის მთავარი გმირი—– ამინომჟავა ტრიფტოფანი, ნაწლავის ბაქტერიას გადააქცევს სეროტონინად .ანუ ნაწლავის ბაქტერიის ჭკუაზეა დამოკიდებული, ადამიანის კოლოსალური რაოდენობის სასიცოცხლო და ნორმალურად საარსებო უამრავი ფუნქცია. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია , სეროტონინის სინდრომის მკურნალობის დროს, კრიტიკულად დაბალი დონის მიდგომა იქნება , თუ მკურნალობის სტრატეგია დიზბაქტერიოზის დაბალანსებიდან არ დაიწყება .ანუ არ უნდა ჩათვალონ სწორ მკურნალობად, თუ ადამიანს , ამ ყველაფრის მისაძინებელ და ტვინისთვის დროებით დასავიწყებელს———–ანტიდეპრესანტს ან თუნდაც ,კრებსით ანტისეროტონინის მისცემენ სამკურნალოდ. თუ დიზბაქტერიოზია ანუ ნაწლავის ფლორაში, თუნდაც, გარეგნული ჩივილების გარეშე შიგა დისბალანსია, ტრიფტოფანი, ნაწლავის ბაქტერიას მაინც გადააქცევს სეროტონინად. ის ამას გააკეთებს ,მაგრამ პათოლოგიურ რეჟიმში და არაჯანსაღ, ფსიქიკას დაუმორჩილებელ სეროტონინს შექმნის. დიზბაქტერიოზის მკურნალობა არ არის ,შაბლონურად ყველამდე დასული ერთი, კუჭის შესაკრავი წამალი. ფლორის ბაქტერიების ბალანსი შესწავლილი უნდა იყოს და გაწონასწორებული ერთმანეთთან . თუ მძიმე ფორმაა სეროტონინის სინდრომის, შეიძლება ფსიქიკური აშლილობით ან აგზნების მძიმე შეტევით ან ძლიერი შფოთით ან გულის შეტევით ან მტკიცე უძილობით ან სკლეროზის სწრაფი ფორმით ან ხშირი ნერვული აფეთქებით და სხვად გამოიხატოს. საშუალო და სუსტი ფორმა უამრავს აქვს და საერთოდ არ იციან. მაგალითად, თქვენ გაიგეთ სასიხარულო ან ელდა —სამწუხარო -ამბავი. როცა ეს სინდრომია, უცებ წნევა აიწევა ან პულსი აგიჩქარდებათ ან კუჭი მომენტალურად აგეშლებათ. თუმცა ,მძიმე ფორმებიც არსებობს , კუჭის ტრანზიტორული აშლის ეპიზოდებით. თუ პარაზიტების მძაფრი პრობლემა გაქვთ ,მაშინ ეს პროცესები უფრო ძლიერად იქნება გამოხატული. სისხლში და ნაწლავებში პარაზიტები უფრო ადვილად სამკურნალოა, თან პაციენტი ამას მეტად იჯერებს . როცა პარაზიტი არის— ვენაში, ტვინში, ღვიძლში, ჯირკვლებში და განსაკუთრებით ყველაზე სენსიტიურ——– ნერვულ უჯრედებში, მაშინ აგზნების პოტენციალი უკიდურესად მატულობს. მაგალითად, დეპრესიის დროს ნერვულ უჯრედებში, ღვიძლსა და ტვინში დიდი რიცხვითაა პარაზიტები. რას უკავშირდება ახალ მთვარეზე ,როცა პარაზიტები, თავად აღელვებული არიან და გამოსვლის უფრო ხელსაყრელი ვითარებაა? რატომ ხვდებიან მეტი რიცხვი ფსიქიკურად დაავადებულების, შესაბამის სტაციონარებში ახალ მთვარეზე ? რატომაა ბევრად მეტი რიცხვი , ბავშვებში კრუჩხვების ახალ მთვარეზე? იმიტომ, რომ ნევროლოგიურად პრობლემურ ბავშვის და ფსიქიკურად დაავადებულ ადამიანის ნერვულ უჯრედებში ბევრია პარაზიტების რიცხვი. მაპროვოცირებელი ბუნებრივი ფაქტორების დროს ,მათი ადგილმონაცვლეობა და მანიფესტაცია ხდება. აგზნებული პარაზიტები, უჯრედულ რეაქციებს აშლიან და ამწვავებენ ფონურ დაავადებებს. თიროზინის, ფენილალანინის, დოფას, სეროტონინის ცვლების მოშლა და ნერვულ უჯრედებში ჩასახლებული პარაზიტები უმთავრესი მიზეზია, როგორც ნერვული აგზნებების, ფსიქიკური დაავადებების, დეპრესიების, ასევე ძლიერად გამოხატული სეროტონინის სინდრომის. ადამიანებს აკლიათ ათიათასობით——— მინერალები, ვიტამინები და სხვადასხვა ნივთიერებები. ადამიანი, რომელიც მდიდარია და ყოველდღე ზუთხს ან ორაგულს ჭამს, მასაც ისევე აკლია ათასობით ნივთიერება. რადგან, საკვების ეკოლოგიურად მუტანტურ ფორმებს იღებს. ეს ნაკლებობა უდრის დაავადებებს. ხოლო, რამდენიმე ნივთიერების ბოლომდე დაცემა ეს უკვე სიკვდილია. რადგან, ცოცხალი ადამიანი ,ეს არის ამინომჟავების ჯაჭვით წარმოდგენილი რთული ფორმულა , რომლის სარეგულირო მილიონობით რეაქცია, მუდმივად მიმდინარეობს ორგანიზმში ,სანამ ის არსებობს. ამ ეკოლოგიის ფარგლებში ,დღეს ყველას აკლია ეს ნივთიერებები და მათ შევსებას დიდი დრო სჭირდება. ქრონიკული დაავადებები არ შეიძლება მალე მორჩეს. უჯრედული აღდგენის ეტაპებს დრო სჭირდება .მარტო ქიმიური წამლებით შეფუთვა სიცოცხლის დროებითი გახანგრძლივებაა. ხელოვნური ჰორმონით, დროებით გათრეული სიცოცხლე არ არის მკურნალობა. მკურნალობა და სიცოცხლის გახანგრძლივება ფიზიოლოგიური რეაქციების შევსებით იწყება. ოღონდ ექიმმა უნდა გაიგოს ზუსტად, რა არის ნაკლები და რა ზედმეტი. თქვენთვის შაბლონური ცე ვიტამინი ავიღოთ. ხალხს ჰგონია, მისი ხელოვნური ფორმა ვირუსის დროს აფთიაქში შეიძინა და აღარ აკლია. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დასკვნით ,ამ ქვეყანაში ადამიანების 85 პროცენტს ვიტამინების დაცემა აქვთ და განსაკუთრებით—- ცე ვიტამინის. ყველა სახის უჯრედს ყველაფერი სჭირდება, რაც რეაქციების ფიზიოლოგიურად მართვისთვის არის აუცილებელი. ნევროლოგიურ უჯრედს ———აგზნების, შიზოფრენიის, შაკიკის ,ტინიტუსის, დეპრესიის, ეგზემის, ფსორიაზის, ვიტილიგოს და მსგავსი დაავადებების დროს, სჭირდება ყველაზე მეტი ნუტრიენტი .რადგან უამრავია დაცემული. ნევროლოგიური უჯრედები, სპეციფიკური ჩამონათვალის ბოლომდე დაცემას ვერ უძლებენ განსაკუთრებით და დაავადება დეგრადაციული ფორმით გამოვლინდება .მაგალითად, დეპრესიის მკურნალობის დროს, ნერვული უჯრედების სპეციფიკურ, საყვარელი ნივთიერებების შევსებას დროულად თუ არ დაიწყებ, ვერ აღადგენ მანამდე დარღვეული ნეიროტრანსმიტერების ნორმალურ დინამიკას. ეს კი აუცილებლად აისახება ჰიპოფიზზე და სულ მცირე, სკლეროზის ნაადრევ დაწყებას მაინც გამცნობს. ამიტომ, სეროტონინის მოჭარბების სინდრომის დროს, უდიდესი მნიშვნელობა უნდა მიექცეს, არა ზოგა დ კრებით მედიკამენტებს, არამედ აგზნებული ნერვული უჯრედის სტაბილიზაციას და მისი შემადგენლობის დინამიკურ გაკონტროლებას. სეროტონინის სიჭარბის დროს ,პარაზიტების რიცხვი ყოველთვის ჭარბადაა ნერვულ უჯრედში. სეროტონინის სინდრომის დროს, პარაზიტები შლიან ნორმულ ფიზიოლოგიურ რეაქციებს და ხელს ძალიან უწყობენ,ნერვულ ქსოვილში——-ბე 2 ის, ნიაცინის, ბე 6 ის, ბე 9ის და და ბე 12 ის შექმნის გ აუკუღმართებულ ,კატასტროფულ აჩქარებას. ეს ის ნივთიერებებია, რომელთა შემცირების დროს სიცოცხლე ძნელდება .რადგან, მნიშვნელოვანი სასიცოცხლო რეაქციების მედიატორები არიან. ამ სინდრომის დროს, ისინი უზომოდ იმატებენ, თან არასტაბილურად. წარმოდგინეთ, როგორ უჭირს ადამიანის ფიზიოლოგიას ამ დროს, როცა ბე 9 ის ნორმაში ყოფნის გარეშე , ვერ ხდება ცილების და ამინომჟავების წარმოქმნა .მაგალითად ,როცა ბე 9 ის სტაბილიზაციის ფონის გარეშე ხდება ,ჭარბი ქოლესტერინის მკურნალობა, იქ მექანიზმების ცოდნაში სიყრუე და სიბნელეა. ანუ თუ ბე 9 ბოლომდე შევსებული არ არის, ქოლესტერინის სამკურნალო ყველა წამალი წყალშია გადაყრილი.ის ნივთიერება, მაინც უნდა იყოს დანიშნული, ქოლესტერინის სიჭარბის დროს, ბე 9-ს რომ ასტიმულირებს. როგორც ნაკლებობა აზიანებს, ისე მეტობაც. სეროტონინის შემთხვევაში, ამათი მეტობა აზიანებს ორგანიზმს. სამყაროს კანონზომიერი გონის ჩართულობას მედიცინაში, უფრო თუ დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ სეროტონინის სინდრომს, რომელიც ტანჯავს ადამიანებს , დიდი სარგებლობაც მოაქვს. ოღონდ, მხოლოდ დასაწყისში. მეცნიერული კვლევებით დადასტურებულია, რომ სეროტონინის სიჭარბის სინდრომი აქტიურდება, იმ მომენტებში, როცა ღვიძლი და შესაბამისად ნაწლავები, ახდენენ კიბოს რადიკალების მიერ პროვოცირებული, მავნე ტოქსინების გამოძევებას, კუჭის მომენტალური აშლით. ეს გაფრთხილებაა სიმსივნური ჩანასახის ფორმირების შესახებ და ორგანიზმის ბრძოლაა მის გასანეიტრალებლად. გაფილტვრის და ტოქსინების ინაქტივაციის უნარი ღვიძლს აქვს. ამიტომ არის აგრესიულად, ეს სინდრომი——–ბოტკინგადატანილბში, ცეჰეპატიტ გადატანილებში, ნაღვლის ბუშტით მოავადეებში და სხვა. სეროტონინის სინდრომის დროს, აუცილებლად უნდა აიღოთ ონკომარკერებზე და დაწეროთ გენიალოგიური ხე, სადაც აღინიშნავთ სიმსივნეების დინამიკას გენეტიკაში. თუ თქვენ ახლო გენეტიკაში, რომელიმე ორგანოს სიმსივნით გყავდათ ან მამიდა ან დეიდა ან მითუმეტეს ,დედა ან მამა, მაშინ უპირველესად, ის ორგანო გამოიკვლიეთ. გახსოვდეთ, სეროტონინის სიჭარბის სინდრომი საგანგაშო სიგნალია. მომენტალურ კუჭის აშლას, ნუ გადაეღობებით კუჭის შემკვრელი საშუალებებით. იცოდეთ, ეს კომპენსაციაა. ამ დროს ღვიძლი, ნარჩენი იმუნიტეტით, გამალებით აძევებს კიბოს რადიკალებს და მავნე ტოქსიკურ ნივთიერებებს .სეროტონინის ანტაგონისტებს ამიტომ არ ვნიშნავ. არამედ, მაპროვოცირებელ ორგანულ კერებ ში ვამცირებ პათოლოგიურ პროცესებს. ამ დროს პაციენტს ძალიან აკადემიური მიდგომები სჭირდება. სეროტონინის მატება შეიძლება გამოიწვიოს ექსტაზმა, ლიზერზინის მჟავამ, ხოლო ანტიდეპრესანტებმა—– განსაკუთრებით. ტკბილი ნამცხვრები თუ ხშირად გინდებათ, მაშინ სეროტონინის დეფიციტია. ცვლა რომ არის მოშლილი, შეიძლება ,მომატება დაკლებაში მონაცვლეობაც მოხდეს. გულის ყველა ტიპის აჩქარებაზე ,ადამიანები გულის ტონების რიცხვის შემამცირებელ წვეთებსა და ტაბლეტებს უხვად იღებენ. რაც საბოლოოდ, გულის კუნთის დაზიანებას იწვევს. პულსის აჩქარების ყველაზე მეტი პრეცენდენტი, ასევე ,წნევის მატების, ოფლიანობის და კანკალის, ჭარბი სეროტონინის სინდრომის გამოა. თუ გგონიათ, ჩიყვის გამოა ტაქიკარდია, ეს უხშირესად იმიტომაა , რომ ჩიყვის ფორმებს ყოველთვის ახლავს სეროტონინის სინდრომი, გარდა ჰიპოთირეოზისა. საერთოდ, ნებისმიერი ტაქიკარდია, ბოლოს უპირობო-გულის დაზიანებამდე მიდის. უამრავჯერ ამიხსნია—- ვერც კი წარმოიდგენთ, რამდენად უსარგებლოდ და არამიზანმიმართულად ხდება, ძალიან ხშირად, წნევის ეწ დამარეგულირებლების მიღება. რომლებიც ჯამში ,გულის სტრუქტურას და ფიზიოლოგიას ანადგურებენ. თუ დიასტოლური წნევა მაღალი არ არის ანუ ქვედა არ არის 80ზე მეტი, მაშინ მარტო სისტოლური წნევის აწევა უეცრად, სეროტონინის სინდრომის უ დიდესი გავლენითაა და დამარეგულირებლის მიცემა საუკუნის უტვინობაა. თუ დიასტოლური მაღალია, ეს ნიშნავს ——–სისხლის მიმოქცევის მცირე წრეში შეგუბებას და შესაბამისად გულის დიდ პრობლემას. ხშირად, ამ ვარიანტან ერთადაც არის შეწყობილი ეს სინდრომი. რა თქმა უნდა ,წნევის აწევას სხვადსხვა მიზეზები აქვს .მაგრამ, მხოლოდ სისტოლურის ანუ ზედა წნევის მომატება ,თან უეცრად, ამ სინდრომის მიზეზითაა. როგორც ვთქვი სეროტონინი იქმნება ტრიფტოფანისგან და შედგება ტრიფტოფანისგან. თუ ტრიფტოფანს კვებიდან ვერ მიიღებ სრულფასოვნად, მაშინ არის———-დაბალი სეროტონინი, დეპრესიები, მალნუტრიცია ანუ ნაწლავის შეწოვის დარღვევა და კუჭ-ნაწლავის დიდი პრობლემები. ეს არის დეპრესიის ერთ- ერთი მექანიზმი. რა თქმა უნდა ,ამ მომენტში, ეს მექანიზმი თავისი ათასობით რეაქციით აქ არ წარმომიდგენია. ტრიფტოფანი ისევე სასწაულმოქმედი მნიშვნელობისაა დაავადებებისგან დაცვაში, როგორც სხვა ამინომჟავები.მაგალითად ,არასოდეს არ გექნებათ ჯანმრთელი კუჭ-ნაწლავი, ღვიძლი და მომნელებელი პროცესები, თუ ტრიფტოფანის ცვლის დარღვევას აქვს ადგილი. დეპრესიას რამდენიმე მექანიზმი აქვს. ერთი ის არის, რომ არ დაიწყება ეს დაავადება ტრიფტოფანის დარღვევების გარეშე. ამ ნაწერს რომ წაიკითხავს , ნებისმიერი გონიერი ადამიანი, გაოცდება რატომ არ არის მეტი განხილვა, ზოგადად, ჩვენს მედიცინაში დაავადებების, ამინომჟავების ფონზე. მე სულ ამას მოვითხოვ და ამაზე მაქვს აქცენტი. ჩემი აზროვნება ნებისმიერი დაავადების მკურნალობის დროს აქედან იწყება და ამაზე მთავრდება .მსოფლიო მედიცინამ ბევრი აღმოჩენა გააკეთა ამინომჟავების სტრუქტურასა და თვისებებში. ამის აკადემიურად გააზრება პირდაპირი გზაა ადამიანის დაავადების რეალური მიზეზების ამოცნობის და სიცოცხლის დიდხანს გახანგრძლივების. რა თქმა უნდა ურთულესი და ძალიან შრომატევადია, ამ ათასობით რექციის ხასიათი ექიმმა ინდივიდუალურად მოარგოს კონკრეტულ პაციენტზე. მაგრამ ,ეს არის ადამიანის გაჯანმრთელების ერთდაერთი გზა. ყველაფერზე ამინომჟავები ბატონობენ——ყველა ჩივილზე, ყველა დაავადებაზე. ორგანიზმის ნებისმიერი სისტემის, დაზიანებისგან დაცვის გარანტია, რამდენიმე ამინომჟავის ერთობა .ადამიანს დაახლოებით მაინც ,რომ დაანახო და წამოადგენინო, რამდენი ათასი და მილიონი რეაქცია მიმდინარეობს მუდმივად მის ორგანიზმში, ნამდვილად გაოცდება. ერთი ლუკმა საკვების მიღების შემდეგ ,რამდენიმე წუთში, ეს რეაქციები საპირისპირო მიმართულებით, უკვე სხვა ფორმულებზე გადაერთვებიან. ანუ მთლიანად სიცოცხლე და ნებისმიერი პატარა ცვლილებაც , მაშინვე ასახვას ჰპოვებს ფიზიოლოგიურ რეაქციებში. აქედან გამომდინარე, გონიერი ადვილად არ მიიღებს —–ყველასთვის ერთ დაავადებაზე, იგივე დასტანდარტებულ მკურნალობას. თითოეული მედიკამენტი, ადექვატური დახმარება ან პასუხი უნდა იყოს ორგანიზმის დასაბალანსებელი რეაქციების. ტრიფტოფანიდან ჯერ მიიღება 5htp , შემდეგ კი სეროტონინი. სეროტონინი წყვეტს და მართავს—- გადაადგილდეს თუ არა საკვები ნაწლავებში და რა სიჩქარით .შეკრული ხართ თუ აშლილი კუჭში, საბოლოოდ ამას სეროტონინის რაოდენობა წყვეტს. ის მართავს შიმშილის გრძნობის ბოლო ეტაპებს. სეროტონინის მოლეკულის ტიპებია——–1——-5hta მისი მომატებისას—–ადამიანი ადვილად ხდება ემოციების მიმღები;თუ რამ არ მოეწონება კამათის დროს აგრესიაში ვარდება; ეს ქვეტიპი ააგზნებს დოფამინს და ეხმარება დეპრესიის მორჩენას. ჩვენ ბევრჯერ გვინახია, ყველა დროის ქართველი პოლიტიკოსები——– სეროტონინის სიჭარბის სინდრომით დაავადებულები. იყო შემთხვევები——ზოგი ბოთლს ან ჭიქას ესვროდა მეორეს; ზოგი კი აგზნებისას, როცა სეროტონინი უცებ აუვარდებოდა, ოპონენტს ადვილად სცემდა. გინებაზე და დამცირებაზე აღარ არის საუბარი. ყოველი ბილწსიტყვაობა და მეორეს მიმართ უპატივცემულობა აგრესიით გამოხატული, ამ სინდრომის არეალშია. ამ ქვეტიპის დადებითია ის , რომ ტკივილების ადვილი ამტანი არიან. 2—-5ht2 ამ კატეგორიის დარღვევისას ხმაურის აღქმა მტკივნეულია . ემპათია მოჭარბებულია. ფსიქოზი ადვილად დაეწყება და ნარკოდამოკიდებული მარტივად ხდებიან. 3—–5ht3 ამ ტიპის რეცეპტორების გაძლიერება იწვევს გულისრევას .4—— 5ht4 ეს რეცეპტორები აძლიერებენ პერისტალტიკას. შეკრულობა არ არის. პირიქით, აშლისკენ მიდრეკილებია ადამიანები. 5—5ht6 და 5 ht 7 ამ რეცეპტორების აქტივირების დროს არის მაღალი ინტელექტი და სტრესის ადვილად მიღების შანსი.
დე ვიტამინიც უშუალოდ ახდენს ტრიფტოფანის სეროტონინად გარდაქმნას. დე -ზე ახლა ბუმია .ყველა მასზე ლაპარაკობს. მაგრამ დეტალების მეტი ცოდნა არ გაწყენდათ. ევროპული ნორმებით დე უნდა იყოს 50 დან 70მდე. რა თქმა უნდა კატასტროფაა, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში. ადამიანები ვნახე უამრავი ,რომლებსაც დავუდგინე 10—ს ქვევით დაწეული დე ვიტამინი. ისეთი შემთხვევაც მინახია ცხოვრებაში, როცა ჩემთვის უცნობი ახალგაზრდა გარდაიცვალა, რომელიც სხვა ქვეყანაში მკურნალობდა. მშობლებმა ანალიზები მაჩვენეს გარდაცვალების შემდეგ. ვნახე, რომ ანალიზში დე იყო ნული ანუ გამქრალი. ჩივილი ჰქონია ასეთი——- თავის ქალის ისე გარბილება, რომ თითის მსუბუქი დაჭერით ფორმა ეცვლებოდა. დე უნდა იყოს, ჯანმრთელობისთვის 40 და სასურველია ოდნავ მეტი. მაგრამ, სეროტონინის სინდრომის დროს, დე არცერთ შემთხვევაში არ უნდა ავიყვანოთ 40 ზე ზევით. რადგან, უშუალოდ დე ვიტამინი ახდენს, ტრიფტოფანის სეროტონინად გარდაქმნას. ამინომჟავების გაანალიზების პრინციპი უნდა გვქონდეს, ნებისმიერი დაავადების მკურნალობის დროს. თუ დარღვეულ რეაქციებს ბოლომდე აღვადგენთ, არა თუ ეს დაავადება, ადამიანი მთლიანად ჯანსაღდება ქრონიკული დაავადებისგანაც . რა თქმა უნდა, ეს არ არის ხანმოკლე პროცესი. ეს არ არის მწვავე ბრონქიტი, ერთ კვირაში რომ მორჩეს. ამას დრო სჭირდება. ასეთი მიდგომა მკურნალობაში—–ეს არის მორჩენაც და სიცოცხლის რეალური გახანგრძლივებაც. ხელოვნური შემაკავებელი საშუალებები,მაგალითად, ხელოვნური ჰორმონები, სიცოცხლის დროებით გათრევაა, რომელთა დროს უეცარი სიკვდილის შანსი არ ისპობა. არასდროს დამინიშნია, არც შაკიკის დროს სუმატრიპტანები და არც სეროტონინის დროს ანტისეროტონინები. კარგი შედეგისთვის ორიენტირებული უნდა ვიყოთ ამინომჟავების და ცილების აღდგენაზე. რადგან, ყველა დაავადების , მათ შორის გაციების დროსაც ცილები იშლება. ჩივილები არ უნდა მივმალოთ. დაზიანებული უჯრედების კაპილარული დონიდან უნდა იყოს პროცესზე დახმარება. მაგალითად, ქოლესტერინზე დანიშნე რომელიმე ატორვასტატინი. მოდურია კრესტორი. რომელსაც უკვე სოფლის ექთნებიც ურჩევენ პაციენტებს. ადამიანს ჰგონია მკურნალობს. მაგრამ, ეს პროცესების დაარქივებაა. ქოლესტერინის შლაკის შენახვა, შეფუთვა და დაკონსერვებაა. მაღალი კლასის ევროპულ მედიცინაში ახსნილია , ქოლესტერინის სიჭარბის 27 ფრაქცია, რომელიც უნდა გამოასწორო, რომლის შედეგად————- ღვიძლის გაცხიმოვნება მოიშლება, ღვიძლის ფუნქციები გამოსწორდება თანდათან; თრომბოზების ოაზისი აღარ იქნება ღვიძლი და უეცარი სიკვდილის რისკი ბოლომდე იხსნება; ადამიანი წონას დააბალანსებს, გულის და ტვინის დაავადებები სტაბილიზდება და ქოლესტერინიც დაიწევს თანდათან. არ უნდ ა გავამკვრივოდ და მივმალოთ ქოლესტერინი, რომლის გაქვავებული შლაკები კლდეებივით არის ჩახერგილი არტერიების და სისძლძარღვების შიგა კედლებზე. ფიზიოლოგიური რეაქციების მწყობრში ჩაყენება, ამ შლაკებს თანდათან გადარეცხავს. სხვა მეთოდი არის ადამიანების მოტყუება. ამის შედეგად წნევაც მცირდება . ეს არ არის ჩქარი პროცესი, ეს ხან წლები გრძელდება. მაგრამ, სწორი დანიშნულების მიღების ყოველი დღე, რეალური სიცოცხლის მომატების გარანტია.
ტრიფტოფანი უნდა იყოს ნორმაში. ოდნავ წამოწეული ტრიფტოფანიც კი ,სეროტონინის მძაფრ სინდრომს ქმნის .ამისთვის მისი ცვლა უნდა დავარეგულიროთ და არც დაბლა უნდა დაიწიოს . დაბლა დაწეული ტრიფტოფანი იწვევს—ნეირონების და საერთოდ ადამიანის ადრე დაბერებას. ნორმაში მყოფი ტრიფტოფანი უდრის —–ნორმალურ, გაწონასწორებულ ფსიქიკას. მისი დარეგულირებით ბევრ ფსიქიკურ პრობლემას დააბალანსებ. ნორმული ტრიფტოფანის გარეშე, ტვინი სრულფასოვნად ვერ მუშაობს. რადგან ,ის ამ დროს სეროტონინს გააავებს. სეროტონინი კი ძლიერი ნეიროტრანსმიტერია და ფსიქიკის ლოგიკურობა მასზე დიდადაა დამოკიდებული. ყველა ფსიქიკური დაავადების დროს, სეროტონინი გაავებულია ტრიფტფანის მიერ. ასევე აშლილია და მომატებულია ის ნივთიერებებიც, რომლებიც სეროტონინის სიჭარბის მსგავს ჩივილებს იწვევენ. ტრიფტოფანს უდიდესი და ხშირი როლი აქვს, თიროზინივით ,ცილების სინთეზში. თუ მისი ცვლა დარღვეულია ,ის ქმნის პრობლემურ სეროტონინს. როცა თანამედროვე ევროპული მედიცინა ამბობს , რომ უძილობის ერთი მთავარი მიზეზი სეროტონინის სიჭარბეა, ამით ვგულისხმობთ მისი შემქმნელი ტრიფტოფანის ცვლის დარღვევას. რადგან მელატონინი, რომელიც ძილის მთავარი გარანტია, მხოლოდ ტრიფტოფანის უშუალო მონაწილეობით სინთეზირდება. სეროტონინის შემქმნელი ტრიფტოფანისგან მიიღება ნიაცინი, რომლის ბოლომდე დაცემა, მთავარი აკორდია ტინიტუსის დასაწყებად . ტრიფტოფანის რეგულირებაა შაკიკის მორჩენაში მთავარი ფაქტორი და არა სუმატრიფტანებით და ბოტოქსებით სისხლძარღვის დროებითი ხელოვნური განმტკიცება .ქოლესტერინს, ყველაზე რეალური ,თანამედროვე ევროპულ -ამერიკული მეთოდით რომ უმკურნალო ანუ როგორც თანამედროვე ექიმები ვაკეთებთ, იმ 27 დარღვეული ფრაქციის გამოსწორებით, მისი სიჭარბე და თრომბული ზიანის შანსები მაინც დარჩება და ქოლესტერინის პრობლემა არასოდეს დარეგულირდება———თუ ლიზინს პლიუს ტრიფტოფანის ცვლას არ აღადგენ ბოლომდე. მე სეროტონინის სინდრომს, ვუწოდებდი———ტრიფტოფანის განწირულ ყვირილს ,ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად. ადამიანს არც ქოლესტერინის სიჭარბე მოკლავდა, არც ინფარქტი, არც ინსულტი, არც თრომბოზი და არც სხვა შემაწუხებელი მდგომარეობებით შეწუხდებოდა, არტერიის სპაზმი რომ არ იყოს, ამ ყველაფრის ჩივილებად და პრობლემებად გამომხატველი. ვისაც არა აქვს საძილე და კორონარული არტერიები სპაზმი, მას შეუძლია დიდხანს იცოცხლოს . თრომბული მასები, რომელსაც ყველა დაავადებული ადამიანი დაატარებს ,მისთვის სიკვდილის საშიშროებას არ ქმნიან. ტრიფტოფნის და არგინინის ნორმული ცვლა, არის იმის გარანტი ,რომ არტერიების სპაზმი არ იყოს. მათი პრობლემის დროსაა—– არტერიების, სისხლძარვების და სანაღვლეს სპაზმი და იწყება სიცოცხლისთვის საშიში პრობლემები და ყოველდღიური დისკომფორტები——–ნაწლავების პრობლემები, ტაქიკარდია, გულისტკივილი, თავის ტკივილი, წნევა და ბევრი სხვა. მიუხედავად ქოლესტერინის სიჭარბისა , გულის და ტვინის პრობლემებისა, ადამიანი ადვილად არ მოკვდება, თუ არტერიების სპაზმი არ აქვს. თქვენი, ყველა პრობლემის შემაწუხებელი გამოხატულება, საძილე ან კორონარული არტერიების სპაზმიდან იწყება. არავითარ შემთხვევაში——–არც წნევა გექნებათ, არც თავი აგტკივდებათ, არც თრომბები დაგემატებათ, არც ტინიტუსის და შაკიკის შეტევა არ განმეორდება , არც ინფარქტი ან ინსულტი არ დაგემართებათ და კიდევ ბევრი სხვა, თუ ტრიფტოფანის და არგინინის ცვლას ნორმაში ჩაგიყენებს ექიმი .ტრიფტოფანის და არგინინის ცვლების მოწერიგება ——-არტერიების სპაზმის პროფილაქტიკაა. მსუქანი ადამიანის სიცოცხლე ხომ საფრთხის წინაშეა. რატომ არ ვამბობ ამას——-მსუქან სუმოისტზე, ასევე, მსუქან მოჭიდავეზე სხვა განხრით და სხვა ჯანმრთელ ადამიანებზე რომლებიც წონის მატებით გამოირჩევიან. რათქმა უნდა მეტი სიცოცხლის შანსი, ზომიერ წონაშია.მაგრამ, გამხდრებიც ხომ იღუპებიან გულის ან ტვინის პრობლემებით. ამერიკული ენდოკრინოლოგიის თანამედროვე პოსტულატია—–იყავი წონამომატებული, ოღონდ ივარჯიშე და გაიდრეკადე არტერიები და სისხლძარღვები. დრეკად და შეუვიწროებელ არტერიებსა და სისხლძარღვებში სისხლი თავისუფლად მოძრაობს. თრომბული მექანიზმების დასტატუსება, მხოლოდ შევიწროებულ სისხლძარღვსა და არტერიაში ხდება .წარმოიდგინეთ წყლის დაჟანგული მილი. ზუსტად იგივე მდგომარეობაა. მასში თავისუფლად ვერ გატარდება წყალი და გაეჩხირება. ასე ეჩხირება თრომბი სისხლძარღვში და სიკვდილის შანსს ქმნის. არტერიაში არსებული თრომბი კიდევ უფრო აჩქარებს სიკვდილს. შევიწროებულ, სპაზმურ სისხლძარღვში ან არტერიაში , მდორედ, გაძნელებულად და შენელებულად გამდინარე სისხლი კარგავს ფუნქციებს და სქელდება. შედეგად, თრომბული შლაკები წარმოიქმნება . არ არის არტერიის დრეკადობის შემცირება და ფორმის შევიწროება? მსუქანიც რომ იყო, არ არის სიკვდილის შანსი და არც ჩივილებით ხარ შეწუხებული. მაგრამ, დრეკადი არტერია არ ექნება არასპორტულ ადამიანს. დააკვირდით ემერტეს პასუხებს დეტალურად. სამწუხაროდ ამ დეტალებს ხან ყურადღება არ ექცევა და დედის ძუძუს რძესავით უნაკლო დასკვნაა. თუ მცირე დ მაინცაა გამოხატული, დასკვნის მიმოხილვაში, არტერიის დეფორმაცია ან პატარა შეფერხება, რომელსაც სულ არ ექცევა ყურადღება და ხშირად ღიმილის საგანიცაა——-ადამიანები უკვე უამრავი დაავადებებით და ჩივილებით იტანჯებიან. ამ შემთხვევაში ყველა გონიერ ექიმს ,უპირველესად, ის პრობლემა აქვს, პაციენტი დააჯეროს, რომ მისი მთავარი ჩივილები და შეწუხებები, ამის გამოა.
ტრიფტოფანს სეროტონინად გარდაქმნაში ეხმარება ასევე ნიაცინი. სეროტონინის სინდრომის დროს, თუნდაც ლატენტურად იყოს გამოხატული, ყოველვის მოშლილია ინსულინრეზისტენტობა და შესაბამისად მეტაბოლიზმი. მოშლის ეს მექანიზმები რომ ჰქონდეს, სავალდებულო არ არის ადამიანი მსუქანი იყოს.ინსულინრეზისტენტობის მოწესრიგებას თუ არ გავედევნებით, ვერცერთი დაავადება ვერ მორჩება. ეს მხოლოდ დარღვეული ფიზიოლოგიურ რეაქციების დალაგებით მიიღწევა. მეტფორმინზე და სხვა ასეთ წამლებზე დაყრდნობა რომ უმწეობაა, უკვე მკაფიოდ აღიარა ამერიკის ენდოკრინოლოგიურმა სამსახურმა. როგორც ვთქვი სეროტონინი აკონტროლებს ძილს, გულისრევას ,აშუშებს ჭრილობებს. თუ არგინინი და სეროტონინი დაბალია, ჭრილობას გაუჭირდება შეხორცება .ყოველი ამინომჟავა ან რამდენიმე ერთად, რომელიმე სასიცოცხლო ფუნქციას მკაცრად კურირებს. მზარდი გააგრესიულებული ტრიფტოფანი ,უნდა შეაჩერო სეროტონინის დასამუხრუჭებლად. არსებულ პათოლოგიებს ,რაც ფონადაა ყოველთვის ,ამ სინდრომის მექანიზმში—- მკურნალობა სჭირდება. ისე ეს სინდრომი არც კი გაუმჯობესდება. ტრიფტოფანი, სეროტონინის გასახურებლად და ნორმაზე ზევით მოსამატებლად ,იყენებს შემდეგ საკვებს ——— ამიტომ, უნდა დროებით შეზღუდო ესენი——————მეზესუმზირა, კარტოფილი, კვერცხი, რძე,შვრია, წიწიბურა, ყველი, ხორცი, კინოა. ზოგადად, ზუსტი დიეტა ამინომჟავების სპექტრის მიხედვით დგება. თანამედროვე მსოფლიო მეცნიერებას, სეროტონინის სინდრომის მაგალითად —მოჰყავს ლობსტერები. თიროზინის თემაში ვახსენე ,ასეთი სამეცნიერო დასკვნის შესახებ, რომლიც ფართოდ ცნობილი არ არის ——თიროზინი არეგულირებს თირამინს და ოქტაპამინს. რ ა თქმა უნდა,ის რაც ტვინს ეხება, თიროზინის გარეშე არ წყდება. ოქტოპამინი ბიოგენური ამინია. ის ნეიროგადამტანი და ნეიროჰორმონია. ლობსტერს ჭარბი სეროტონინი და მცირე ოქტოპამინი აქვს. ამიტომ ,ის ლიდერი და იერიშზე გადამსვლელია .სეროტონინის ჭარბი მატება, ლობსტერს გამძვრომ-გამომძვრომ უნარებს უმაღლებს და ყველა სიტუაციას სათავისოდ იყენებს. როცა დედა ლობსტერს სეროტონინი მაღლა აეჭრება,მაშინ საშვილოსნოში დაუგროვდება . ის უკვე სახიფათო ხდება და თავის ტრიქოცისტებისმაგვარ მახვილ ,აღრეულ ფსიქოლოგიურ წანაზარდებს გამოაშვერს. მეცნიერები ამბობენ, რომ ამ დროს ლობსტერი ტრიპაჩი და ეგოისტია .ის სწორედ ჭარბი სეროტონინის საშუალებით ჩაგრავს სხვებს. ლობსტერების სეროტონინური დრაივები ,თავისი მექანიზმით იდენტურია დეპრესიის დროს გამოყენებული პრეპარატების. ჭარბი სეროტონინი და მიკნავებული ოქტაპამინი——-ასეთია საკუთარი გამარჯვების მოზეიმე ლობსტერი, რომელმაც სხვა დაჩაგრა და თავისი გაისწორა ბოლომდე. ის იმ რეგვენ პოლიტიკოსს ჰგავს, რომელიც უფრო კულტურულ ოპონენტს ცხვირს უჟეჟავს . ფსიქოლოგიურდ განადგურებული პატარა ბავშვის ფსიქიკა ,იმ მომენტში, როცა შტერმა, უწიგნურმა მშობელმა ან ჰორმონალურად მოწყურებულმა პედაგოგმა დასაჯა, სეროტონინის და ოქტაპამინის ურთიერთაღრეულ, ძალიან ეკლექტიურ , ფსიქიკურ სტატუსს წარმოადგენს. მედიცინაში გამოთქმაა ცნობილი——– ჭარბსეროტონინიან გამარჯვებულს სურს მიიღოს ყველაფერი და სხვას არ ჰქონდეს არაფერი. როგორც ამის მკვლევარი მეცნიერები ამბობენ ,ზეჭარბი სეროტონინი როგორც ლობსტერს, ისე ამხეცებს და ააგრესიულებს ადამიანს და ლობსტერის გაგებამდე დაჰყავს ი ს იმ მომენტში . ეს უნდა დაბალანსდეს,რომ ფიზიოლოგია საბოლოოდ არ დაირღვეს .შეიძლება, ჭარბი სეროტონინის მქონე, ძალიან კეთილია, მაგრამ სეროტონინის აკუმულირება ბოღმების ოაზისს ქმნის. საშუალო, მცირედ მომატებული და ლატენტური ტიპის სეროტონინის სიჭარბის დროს, ადამიანი არ ბოროტდება. ჭარბმა სეროტონინმა სიკეთე და გასაკეთებელი გაუკეთა ადამიანს. აცნობა, რომ შეიძლება წამოვიდეს კიბო. მეორე ეტაპზე კი ,ის უნდა დაბალანსდეს სიცოცხლისათვის . სეროტონინის ზესიჭარბე ფიზიოლოგიის და ფსიქოლოგიის დეგრადირებაა. ჭკვიანი ადამიანი, ამ დროს ცდილობს სიმშვიდე შეინარჩუნოს,აგრესია დამალოს, მაგრამ შინაგნად ის ბოღმიანია და ცდილობს, ყველა, ვინც მისი ნებების გასწორების არეალში ხელისშემშლელია————გაანადგუროს და დაამციროს. ეს კი არ ნიშნავს ჯანასაღ ფსიქიკას და ასეთი ფსიქიკა ბოლომდე აზიანებს ფსიქოლოგიას და ფიზიოლოგიას. დავაკონკრეტებ სეროტონინის ხშირ გამოვლინებებს ——–უეცრად წნევა აიწევა , განსაკუთრებით ემოციის ფონზე; უეცარი კუჭის აშლა აგზნებით ან მცირე ემოციით; სახეზე წამოხურება და გაწითლება; უეცარი გაბრაზება და პროტესტის გამოხატვა; სხვისი აზრის გაუთვალისწინებლობა; თრთოლვის და კანკალის გაძლიერება; ღებინება,ქრონიკული აშლილობა; კუნთის დაჭიმვა; გახანგრძლივებული დაბალი სიცხეები ფონის მიუხედავად; კრუნჩხვები, კუნთების დაჭიმულობა და სხვა. ახლა გამოვკვეთავ მეტად საჭირო მომენტს. ამორინი——-ეცემა დეპრესიის დროს და მატულობს სეროტონინის სიჭარბის დროს. ამორინი ——–სეროტონინის, დოფას, ეპინეფრინის, გაბას მოქმედებას ,არამარტო ააქტიურებს ,აცოფებს კიდეც . ამორინი ასევე შეიცავს 5htp -ს, რომელიც ზრდის სეროტონინს. ამორინი—– დაცემულია დეპრესიის დროს, გამქრალია თვითმკვლელობის დროს, ხოლო ჭარბი სეროტონინის დროს ნომაზე ბევრად მეტია. არაექიმი ჭკვიანი ადამიანი ამ ტექსტით მიხვდება, რომ ანტიდეპრესანტების ასე ხანგრძლივად გამოყენება, როგორ ანადგურებს ადამიანებს, როცა ეს მექანიზმები, რომლებსაც აქ შემოკლებით წარმოვადგენ, ყველა ახსნილია და ყველაფრის მართვა შეიძლება ადამიანების გადასარჩენად. ამ მეცნიერული მიდგომებით თვითმკვლელობის სრული პროფილაქტიკა შეიძლება ,პირველადი ჯანდაცვა ყველგან გამართული რომ იყოს და ადამიანების ჯანმრთელობა კონტროლდებოდეს ისე ,როგორც არის მოთხოვნა. ასეთ შემთხვევებში, ვნიშნავ არა ანტიდეპრესანტებს, რომლებსაც მწყობრიდან გამოყავს ღვიძლი და პანკრეასი ბოლომდე, არამედ ,იმ ნატურალურ, ვეგანურ ნივთიერებებს, რომლებიც აკეთებენ ——-დოფას, ეპინეფრინის, ამორინის, ოქტაპამინის და სხვათა სტაბილიზაციას. ამერიკის და ევროპის ზოგ ცენტრებში ეს პრეპარატებია მკურნალობაში გამოყენებული. ოღონდ, ეს უნდა დაინიშნოს ამ მექანიზმების კონტროლით და არა სტიქიურად .საერთოდაც, ნატურალური ამინომჟავებიც არსებობენ, რომლებიც თავად არიან ბუნებრივი ანტიდეპრესანტები. ბუნებაში დაგვსვა ღმერთმა . ბუნებამ გვშვა და თავის გვერდით დიდხანს რომ გვამყოფოს, მას უნდა დავემსგავსოთ შემადგენლობით და აქცენტი არ უნდა ავიღოთ ხელოვნურობაზე. ფერმენტი ენკეფალინაზა დეპრესიის და ფსიქიკის დაზიანების ვარიანტების დროს, აგრესიულდება და შლის ცილებს და ამინომჟავებს დიდი სისწრაფით. ენკეფალინაზას მართვა ამ მექანიზმებით ,ხელის გულზე უნდა გვქონდეს ამ დაავადებების მკურნალობის დროს. ამისთვის ბევრი უნდა იფიქროს ექიმმა, რომ ეს თითოეულ ადამიანში როგორ მოახდინოს ინდივიდუალურად. დაგიკონკრეტებთ——— დარღვეული რეაქციების და შესაბამისდ პათოლოგიური პროცესების დროს-სეროტონინს, ეპინეფრინს და დოფას ამატებს ბევრი ნივთიერება. მაგრამ ყველაზე სწრაფად ამატებენ————ბე 6 , ბე 12 , ბე 9, ბ2 , ნიაცინი , დე ვიტამინი და ტრიფტოფანი. რადგან, მათში არის ბევრი ამორინი. სეროტონინის ჭარბი სინდრომის დროს ეს ნივთიერებები მომატებულია ანუ ამ ვიტამინების რაოდენობა. ხოლო დეპრესიის დროს ეს ვიტამინები დაცემულია. მედიცინაში გაუნათლებელისთვის, ვიტამინი საერთოდ ნიშნავს გასუქების წყაროს. ადამიანი კი იმიტომ არის მსუქანი, რომ მას ბევრი ვიტამინი აკლია და ამის გამო ამინომჟავების ცვლა მოშლილი აქვს. ეს ვიტამინები, შეიძლება ,რაღაც მომენტში, დაბალანსდეს სწორი კვების გამო და ამიტომ ერთი ანალიზით ვერ გაიშიფრება. საჭიროა დინამიკაში კონტროლი, სხვა ნივთიერებეთან ერთად. ამ ვიტამინების სიჭარბე გაააგრესიულებს და აგზნების პიკში ამყოფებს ტვინს. საერთოდ ეს ჩამოთვლილი ვიტამინები ,ყველაზე მნიშვნელოვანი არიან სიცოცხლისათვის, რადგან ამინომჟავების შექმნაში უმთავრესი როლი აქვთ. აქედან მიხვდებით, რომ ბალანსს და ნორმაში ყოფნას, როგორი სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ამორინი დრაივს აძლევს-სეროტონინს, ეპინეფრინს, დოფამინს და გაბას ანუ გამაამინობუტირიუმის მჟავას. ის მათი ბუსტერია .ამიტომ, შფოთის, აგზნების, ნერვული აშლილობის, ჭარბი სეროტონინის სინდრომის, შიზოფრენიის, კრუნჩხვების, ეპილეფსიის, წნევის, ნევროზების, ფსიქოზების, ოფლიანობის, ღებინების ,ნეიროპათიების, გამონაყრებით მიმდინარე დაავადებების გამძაფრების დროს ანუ–დერმატიტების, ვიტილიგოს, ფსორიაზის , ალერგიების; ასევე——–აშლილობის, ქოლესტერინის სიჭარბის, ტაქიკარდიების, გულის დაავადებების, უძილობის ,ჩიყვების დროს———————– ამორინი უნდა ვაკონტროლოთ. ორგანიზმის ფიზოლოგია გაცოფებულია ამორინის სიჭარბით და გამოიხატება ამ ფიზიოლოგიური პროტესტებით——————— ან კანის გამონაყრით ან აგზნებით ან ოფლიანობით ან აშლილობით ან შაკიკის შეტევით და სხვა. მაგრამ, მედიცინისგან ამის საპასუხოდ, ხშირად რა კეთდება———-ალერგიულ -გამოყარს ვმალავთ მალამოთ და ანტიჰისტამინური წამლებით; აგზნებას ვახშობთ და ვმალავთ ანტიდეპრესანტებით; ამორინით გაგიჟებულ ფეკალიას მალევე ვახშობთ კუჭის შემკვრელებით ; არც ვაცლით ტოქსინების გამოძევებას და ასე შემდეგ. კუჭის ყველა აშლილობაზე, დაუშვებელია——- მიკრობული, ინფექციერი გენეზის აშლილობისთვის განკუთვნილი შემკვრელების მიცემა. თუ მექანიზმების მიხედვით არ ვუმკურნალებთ ადამიანებს, ჩივილების ქიმიური წამლებით მიმალვა, მათი სიცოცხლის დღეების შემცირების გარანტი იქნება. მიზეზები უნდა ვმართოდ. ვიტამინებს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვთ. ისინი ქმნიან სხვა ნივთიერებებთან ერთად—- ცილებს და ამინომჟავებს ანუ სიცოცხლეს. მაგრამ, სიცოცხლისთვის აუცილებელია ბალანსი. მაგალითად———- დერმატიტის და ფსორიაზის დროს, რომლებიც ფოტოსენსიტიური არიან, გამონაყრის აფეთქება პროვოცირდება იმ პერიოდში ზომაზე ჭარბად მომატებული რვა ვიტამინით . ბე 6 სრულიად არის დაცემული პრემენსტრულური სინდრომის დროს და ქალის მძაფრი ტკივილების მიზეზებში ერთი მთვარი ფაქტორია .ბე 6 ხშირად ეცემა ნულამდე——აუტიზმის, დიაბეტური ნეიროპათიის დროს. ვიტილიგოს და აკნეს გამძფრების დროს ბე12 და ბე9 ეცემა. რა როდის იმატებს დ ა როდის ეცემა, არა მარტო ვიტამინები, არამედ ყველა ნივთიერება ,ეს შესწავლილი აქვს მსოფლიო მედიცინას და ეს ვიცით და ამით ვხელმძღვანელობ .სტიქიურად დანიშნული, ყველასთვის ერთი დანიშნულება დამზიანებელია. უნდა ვუმკურნალოდ არა დაავადებას, არამედ ამ ადამიანს. რადგან ერთი და იმავე დაავადება ინდივიდუალურად მიმდინარეობს სხვადასხვა ადამიანში. სეროტონინის სიჭარბის დროს——- ბე2 , ნიაცინი, ბე 6, ბე 12, და ბე 9 და ტრიფტოფანი უნდა შეზღუდო. რა თქმა უნდა, მისი შემცველი საკვებიც. რადგან ეს ვიტამინები, ტრიფტოფანის მოშლილი ცვლის დროს ჭარბ სეროტონინს წარმოქმნიან. უნდა იცოდეს ექიმმა ,როგორ შეამციროს ეს ნივთიერებები ,ფონად არსებული დაავადებების მკურნალობა სთან ერთ კონტექსტში. სეროტონინის სინდრომის დროს აუცილებელია სპეციალური დიეტა. როგორც ნივთიერებათა დამბალასებელი, ასევე განსაკუთრებით ინსულინრეზისტენტობის დიეტა. რადგან ,ინსულინრეზისტენტობა ყველაზე მეტად ამცირებს ადამიანების სიცოცხლეს . სეროტონინის სინდრომის დროს, ბოლომდე დაზიანებულია ინსულინრეზისტენტობა და სწორედ ეს ამატებს კიბოს შანსებს. სეროტონინის სინდრომის დროს ყოველთვის დაცემულია ზრდის ჰორმონი. საერთოდ ექიმს როცა მიზნად აქვს დასახული, მძიმე მდგომარეობაში მყოფი ნებისმიერი პაციენტი აცოცხლოს, მისი მიზანი უნდა იყოს ზრდის ჰორმონის მომატება, რაც თავისთავად სიცოცხლის შენარჩუნებაა. კიდევ უამრავი დეტალია, რაც პასუხისმგებლიანმა ექიმმა უნდა იცოდეს. მაგალითად, აგზნების დროს მიიღება კრაზანას შემცველი პრეპარატები. მაგრამ, ყველა ტიპის აგზნების დროს არ შეიძლება, რადგან ზოგი ამორინს შეიცავს და პირიქით, მეტად ააგზნებს. ადამიანი რომელსაც არა აქვს ფსიქიკური დაავადება, მაგრამ ნერვიულია , ხან ბევრს ყვირის ან აგრესიულია , მას ამორინის სიჭარბე აქვს ანუ სეროტონინის სინდრომი. ადამიანი, რომელიც საუბრისას მხრებს ან თავს ან ხელებს ან მთლიანად ტანს ზედმეტად ამოძრავებს,მას ეს სინდრომი აქვს. ამ ფაქტებს გამოსწორება სჭირდება , სხვა შემთხვევაში, ადამიანის ფსიქიკა და ფიზიოლოგია თანდათან ინგრევა. იგივე მდგომარეობაა სეროტონინის სინდრომის დროს, თუნდაც ის მშვიდად იყოს. დაავადებების დროს ადამიანში მიმდინარე მილიონობით რეაქცია აიშლება . ერთი ქიმიური წამლით არ უნდა მივჩქმალოთ ეს პროცესები დროებით სიცოცხლისთვის. ნივთიერებათა ამ ქაოსიდან ექიმმა უნდა შექმნას ფიზიოლოგიური წესრიგი, რომ ფსიქოლოგია გადაარჩინოს . ყველა ფსიქიკური გამოვლინება ფიზიოლოგიური მოშლის ფონზეა . ამიტომ ანტიდეპრესანტები პრობლემებს ვერ წყვეტენ.
ამ საუკუნეში ბიოქომიამ მოდიფიკაცია განიცადა. ქიმიური მედიკამენტების ჭარბმა და არამიზნობრივად გამოყენებამ მკურნალობებში ,გენეტიკური კოდები დაბზარა .მეცნიერებმა გაშიფრეს კვანძური დეენემი. უჯრედულ დონეზე აწყობილი ფიზიოლოგიები ახალი ნეიროტრანსმიტერული კავშირებით იცვლება .სამყარომ ახალი უჯრედული ვარიანტები შექმნა .ეკონომიკურმა სიღატაკემ, ზნეობის გაუფასურებამ ,მენტალობის გაბუნდოვნებამ, ადამიანის მწყობრ ფიზიოლოგიაზე მახინჯმა ქიმიურმა ზეწოლებმა კიბო მოაშინაურა და დღის წესრიგში ჩააყენა. მეცნიერთა მტკიცებით, თანამედროვე სამყარომ თავად გააკეთა გალაქტიკური ნაჩხვლეტი ბინძური ენერგიების გარეთ გამოსაძევებლად.მაგრამ ამას გაუაზრებელი მეთოდით არ უნდა დავუპირისპირდეთ. მეცნიერთა თქმით, ბინძურ ენერგიას ქმნის და აურას აჭუჭყიანებს, არა მარტო ბოღმიანი სიტყვები, არამედ არამიზანმიმართულად დანიშნული, ფიზიოლოგიურ აშლილობაზე მოურგებელი მედიკამენტები. დაავადებებს და კიბოს ქმნის, უარყოფითი აურის და ჭუწყიანი ენერგიის ფონის შექმნა ადამიანში. შედეგიანი ფიტოწამლების მიზანი რა არის კიბოს მკურნალობის დროს—————-მაგალითად ,მათი, კიბოზე მებრძოლი შემადგენლობიდან -აცეტოგენინი შედის კიბოსგან დაზიანებულ უჯრედში , ფიტავს კიბოს ენერგეტიკას და მის ირგვლივ ყველა უარყოფით ენერგიას . რის შედეგადაც უჯრედი ჯანმრთელად გამოცოცხლებას იწყებს. სამყარო ახალი სიცოცხლის შანს აძლევს ადამიანებს. ეს შანსია ფიზიოლოგიის სწორად გააკონტროლება. ამის გარეშე არ იქნება ჯანსაღი და ხანგრძლივი სიცოცხლე. თანამედროვე მსოფლიო მედიცინის მეცნიერებამ, რაც მოგვცა, ის უნდა გავიაზროთ და გამოვიყენოთ. ამინომჟავების ბუნების ბოლომდე გამოცნობას ვერასოდეს შეძლებს მედიცინის მეცნიერება. რადგან ეს იგივე, სამყაროს წარმოშობის ახსნაა. ყველა დაავადების წამყვანი მიზეზია———–ფარული შიში, სტრესები; ცნობიერების ნგრევა შურიანი გარემოცვისგან; უიმედობა, სულიერი სისუსტ ე. სულიერი შიმშილის და დაგროვილი უარყოფითი ენერგიის შემდეგ, იწყებს ადამიანის ანატომია და ფიზიოლოგია დაზიანებას. სიცოცხლისათვის ბევრი ზიანი და სიბრიყვე უნდა შეწყდეს და შეიცვალოს. მეცნიერები ამ პანდემიას , კვანტური გადასვლის ნიშანს უწოდებენ. ვერ გაუძლო იმ ადამიანებმა, რომლებშიც მაქსიმალურად უარყოფითი ენერგია იყო ჩალაგებული ქიმიური მკურნალობისგან და ცხოვრების არაჯანსარი წესისგან ბოლომდე დაზიანებული იყვნენ. რის გამო ც მათი იმუნიტეტები კრიტიკულ ზღვარს ქვევით აღმოჩნდა.
მარინა ტოტოჩავა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share