“დივერსიად” გახსნილ “ბომბებად” დაბრუნდება საქართველოს თავზე, ამას ვერ ხვდებით???”

პარტია “კანონი და სამართლის” ლიდერი, თაკო ჩარკვიანი ქვეყანაში რუსების მასობრივ შემოდინებას პირად გვერდზე ეხმაურება და იმ უღირსს ქართველებს მიმართავს ვინც ოკუპანტებს საკუთარ ფართებს უპრობლემოდ უთმობს და უძრავი ქონების შესყიდვაშიც ეხმარება. დამოუკიდებელი დეპუტატის ფეისბუქპოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“რა სტუმარ-მასპინძლობა?????? ასეთი რაოდენობით ოკუპანტი რუსეთიდან ოკუპირებულ ქვეყანაში რომ ჩამოდიან უტიფრად (და “პარიადოკს” რომ აყენებენ უკვე ყველგან) ვერ ხვდებით ხალხნო?! და თქვენ რომ ფიქტიურ ქორწინებას უფორმებთ და ბინებს ყიდით, ქვეყანას რომ ყიდით და ეს მოღალატეობაა შენი ქვეყნის ვერ ხვდებით თუ ნაძირლები ხართ?ეს რომ “დივერსიად” გახსნილ “ბომბებად” დაბრუნდება საქართველოს თავზე, ამას ვერ ხვდებით??? რატომ დუპლეტები ხართ??!!

ხელისუფლებავ ეს არის “ის “კოლაბორაციონალები რომ ხართ !“, – წერს ოპოზიციონერი დეპუტატი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში რუსეთისა და ბელარუსის 50 000-მდე მოქალაქეა შემოსული.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share