საქართველოში COVID-19-ით კიდევ 1 პაციენტი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 22 329 ტესტი და დადასტურდა 342 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 161 ადამიანი.
დადებითობის დღიური მაჩვენებელია 1.53%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.36%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.18%.
ინფიცირების 342 ახალი შემთხვევიდან თბილისში 160 გამოვლინდა, აჭარაში – 19, იმერეთში – 38, ქვემო ქართლში – 22, შიდა ქართლში – 26, გურიაში – 27, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 20, კახეთში – 17, მცხეთა-მთიანეთში – 4, სამცხე-ჯავახეთში – 1, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 8.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 2 166, საიდანაც 336 პაციენტი კლინიკებში მკურნალობს, ხოლო 1 830 – ბინაზე. რეანიმაციულ განყოფილებაში 73 პირი იმყოფება.
კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 1 653 460 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 1 634 474 პაციენტი და გარდაიცვალა – 16 794.