BBC – აშშ-ის ფინანსთა მინისტრი მოსკოვზე მეტ ფინანსურ ზეწოლას გეგმავს

შეერთებული შტატების ფინანსთა მინისტრი ჯანეტ იელენი სავარაუდოდ, ლობირებას გაუწევს საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წევრებს, რათა ფინანსური ზეწოლა გააძლიერონ მოსკოვზე, – ამის შესახებ BBC-ი იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ს ფინანსთა მინისტრი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის პროტესტის ნიშნად, ამ კვირაში დაგეგმილ „დიდი ოცეულის“ ფინანსური შეხვედრის სესიებს გამოტოვებს.

გარდა ამისა, აშშ-ის ფინანსთა დეპარტამენტის ცნობით, იელენი დღეს სასურსათო უსაფრთხოების კრიზისზე, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრით გამწვავდა, საერთაშორისო რეაგირების განსახილველად პანელს მოიწვევს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share