ტელეწამყვანი და ჟურნალისტი ინგა გრიგოლია აცხადებს, რომ ნიკა გვარამიას პრეზიდენტი არ შეიწყალებს.
“ფრთხილად ჩინოვნიკებო, თუ რამე ისეთს იტყვით, რაც არ მოეწონება ბიძინას ან კობახიძეს თქვენ შეიძლება ციხეში გაგიშვან. მანქანის გამო ციხეში უშვებენ ადამიანს მაშინ, როცა საკუთარ უკანა ეზოდ აქვთ გადაქცეული მთელი ქვეყანა. ჩემი მხარდაჭერა ნიკა გვარამიას, რაღაცნაირი ადამიანია გულიანი. მე არ მჯერა, რომ ნიკა გვარამიას სალომე ზურაბიშვილი შეიწყალებს. არ მჯერა, რომ ივანიშვილის ნების საწინააღმდეგოდ ქალბატონ პრეზიდენტს საერთოდ რაიმე გადაწყვეტილების მიღების ან სურვილი აქვს ან შეუძლია.” – განაცხადა ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ.