მოლდოვას პრეზიდენტი მაია სანდუ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობსი მდგომარეობის გაუარესებას ეხმაურება და ხელისუფლებას მოუწოდებს, მიეცეს მას სათანადო მკურნალობის უფლება. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა.
შემაშფოთებელი ინფორმაციაა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით. მოვუწოდებთ ჩვენს ქართველ პარტნიორებს, გაუწიონ ყოფილ პრეზიდენტს შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა და მხარი დაუჭირონ მის გამოჯანმრთელებას. ჯანმრთელობის უფლება ადამიანის უფლებებისა და ღირსეული ცხოვრების ფუნდამენტური ნაწილია, – წერს სანდუ.