”მახინჯი და ბოროტი პატარა ცახესის კამპანიამ მთავარი არხის წინააღმდეგ გუშინ ქულები დაიწერა – ნიკა გვარამია დააპატიმრეს”

ამერიკაში მცხოვრები ქართელი პროფესორი დოდონა კიზირია ნიკა გვარამიას დაკავების ფაქტს ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს:
”მახინჯი და ბოროტი პატარა ცახესის კამპანიამ მთავარი არხის წინააღმდეგ გუშინ ქულები დაიწერა – ნიკა გვარამია დააპატიმრეს. მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. რუსთავი ორის დირექტორი დაიწყებს საჩივარს ნიკას წინააღმდეგ 6 მილიონი ლარის (თუ არ ვცდები) თაობაზე, რათა აიძულოს მთავარი არხი გაყიდოს მისი უძრავ-მოძრავი საკუთრება და საერთოდ დაიხუროს.
ჩემი აზრით, მთავარი არხის კიდევ ერთი პრობლემა იქნება გიორგი გაბუნია, რომელიც არხის დირექტორად მოიპატიჟეს. ამიერიდან მიშას საკითხი ამ არხის გადაცემებიდან ან მთლიანად გაქრება, ან უაღრესად მცირე დრო დაეთმობა. სამაგიეროდ გადაცემებში მომრავლდებიან “ლელო”, ევროპული საქართველო და სხვანი.
საქართველოს იმედი ისევ და ისევ უკრაინა რჩება. მხოლოდ უკრაინელების თავგანწირული ბრძოლა და შემართება შეუქმნის ჩვენს ქვეყანას გადარჩენის შანსს. იმედი მინდა მქონდეს, ამ შანსს მაინც გამოიყენებს ქართველი ხალხი ადრე თუ გვიან.” – წერს კიზირია.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share