ბოლო 24 საათში, ბენზინი თითქმის 20 თეთრით გაძვირდა – გამქრალი პროდუქცია მაღაზიებში და პანიკა ქვეყანაში

რა ხდება ქართულ ბაზარზე და რატომ მოიცვა ქვეყანა პანიკამ. “ოცნების” ლიდერების განცხადებების ფონზე, ოპოზიცია ამტკიცებს, რომ პირველადი მოხმარების პროდუქტებზე შექმნილი დეფიციტის მიღმა მმართველი გუნდი დგას.

მოსახლეობაზე ჩატარებული მორიგი ექსპერიმენტით, სახელისუფლებო ლიდერები იმის მტკიცებას ცდილობენ, რომ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს მხოლოდ ქვეყნის ინტერესებიდან გამდინარე არ შეუერთდნენ, თუმცა ოცნებაში დაავიწყდათ ის სტატისტიკური მონაცემები, რომელიც ადასტურებს, რომ დეფიციტური პროდუქტების ექსპორტიორთა შორის რუსეთი არ ფიგურირებს.

საწვავის ფასი დღეს რეკორდული იყო. ბენზინი, ბოლო 24-საათში თითქმის 20 თეთრით გაძვირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ გაძვირდება ყველაფერი, რადგან ტრასპორტირების ხარჯი ფასის ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტია.

რუსეთ-უკრაინის ომი, ლარის გაუფასურება, საერთაშორისო ბაზარზე ფასების რეკორდული ზრდა – ეს ის სამი ფაქტორია, რამაც საწვავის ფასის მკვეთრი ზრდა გამოწივია. იმ შემთხვევაში თუ ხელისუფება ქმედით ნაბიჯიებს არ გადადგამს სფეროს ექსპეტრები ვარაუდობენ, რომ 10-15 დღეში ბენზინის ფასი 4 ლარს გადააჭარბებს.

მთავარი არხი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share