ბორის ჯონსონის თქმით, ომი უკრაინაში მომავალი წლის ბოლომდე შეიძლება გაგრძელდეს

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა პასუხისას კითხვაზე – ეთანხმება თუ არა სადაზვერვო სამსახურის ინფორმაციას, რომ ომი უკრაინაში სავარაუდოდ მომავალი წლის ბოლოს დასრულდება, აღნიშნა “არსებობს ამის რეალური შესაძლებლობა”.

“პუტინს უზარმაზარი არმია ჰყავს. [მაგრამ] მას აქვს ძალიან რთული პოლიტიკური პოზიცია, რადგან კატასტროფული შეცდომა დაუშვა”. – თქვა ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა.

ბორის ჯონსონმა ასევე დასძინა, რომ როგორც არ უნდა ეცადოს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი სამხედრო უპირატესობის გამოყენებას და ჯარის საზღვართან მობილიზებას, ვერ შეძლებს “უკრაინელი ხალხის მდგრადობის გატეხას”.

15 აპრილს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ევროპელ მოკავშირეებს უთხრა, რომ აშშ-ს სწამს, რუსეთის უკრაინაში შეჭრა 2022 წლის ბოლომდე გაგრძელდება. მანამდე აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა თქვა, რომ ბრძოლა “თვეები, მეტი ხანიც შეიძლება გაგრძელდეს”.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share