ევროკავშირი აპირებს, სანქციები რუსეთის პატრიარქსაც დაუწესოს – მედია

ევროკავშირი აპირებს სანქციების დაწესებას რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურის, პატრიარქ კირილისთვის, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მორიგი რაუნდის ფარგლებში – ინფორმაციას მედია EU-ს დიპლომატებზე დაყრდნობით ავრცელებს.

საინფორმაციო სააგენტო AFP-ის მიერ ნანახ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროკომისიამ პატრიარქისთვის სანქციების დაწესების რეკომენდაცია გასცა.

სანქციების მეექვსე პაკეტის დეტალები დღის ბოლოს გამოქვეყნდება. სიაში შედის 58 ადამიანი, მათ შორის რუსი სამხედროები. სანქციები ასევე შეეხება კრემლის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის ცოლს, ქალიშვილსა და ვაჟს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share