დღეს, 19:00 საათზე მესამე პრეზიდენტის ოჯახი მთავრობის კანცელარისთან აქციას გამართავს. მოთხოვნა ერთია – გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ მესამე ქვეყანაში. ოჯახი მოქალაქეებს, ემიგრანტებს, ყველას მიმართავს, პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად, დაეხმაროს მათ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის შენარჩუნებაში.
“შევაგონოთ ხელისუფლებას, რომ მიხვდეს, რომ ამ შემთხვევაში საუბარი გვაქვს ადამიანის სიცოცხლეზე, ადამიანის გადარჩენაზე და მივცეთ მას საშუალება გადავიდეს სამკურნალოდ”, – თქვა მიხეილ სააკაშვილის ძმამ, დავით სააკაშვილმა.
ოჯახი ითხოვს პარტრიარქთან შეხვედრასაც, რათა ილია მეორეს გააცნონ შექმნილი სიტუაცია.