ტვ “მთავარის” ჟურნალისტი თენგო გოგოტიშვილი სანტას წერილით მიმართავს და თავის სურვილებს უზიარებს:
“გამარჯობა, სანტა! მე თენგო ვარ, საქართველოდან. 2021-ისთვის არაფერი მომიტანო. არ მჭირდება. მაგრამ დიდი ცარიელი ტომრით მოდი, აქედან უნდა გაგატანო ვიღაცები. 100 კაცს წიკავ? 50-ს? 30-ს? კაი ღონიერი ირმები წამოასხი, სუ ყველა, რაც გყავს. 20 კაცზე ნაკლები არაფრით არ გამოვა, ეგენი აუცილებლად უნდა მოაშორო ამ ქვეყანას. სიას ცალკე წერილად გიგზავნი. და სადმე შორს გადაყარე, რუსეთს ექნება ბარენცის ან ლაპტევების ზღვაში რამე უკაცრიელი კუნძული. ე, მანდ დატოვე. მადლობა დიდი წინასწარ. ჯინგლ ბელზ, ჯინგლ ბელზ, ჯინგლ ოლ დი ვეი!!!”- წერს გოგოტიშვილი.