საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, ოპოზიცია, რომელიც ბატუტების და ლახტის სპეციალისტები იყვნენ ახლა გამოდიან ტელევიზიით და ამბობენ არჩევნები გაყალბდაო. ამის შესახებ მან იმედის ეთერში განაცხადა.
“ხელისუფლება გეუბნება, მოდი გადავთვალოთ ულიმიტო რაოდენობის უბნები. ტელევიზორში რომ გამოდიან წინა ხელისუფლების დროინდელი კარუსელების, ბატუტების და ლახტის სპეციალისტები და ეგენი რომ ამბობენმ, არჩევნები გაყალბდაო, ეგრე არ არის და ეგ არის საფუძველი”, — ამბობს თალაკვაძე.
31 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს. მათ უარი თქვეს მეორე ტურში მონაწილეობაზე და არ აპირებენ პარლამენტში შესვლას. პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის საპოვნელად აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით მმართველი პარტიისა და ოპოზიციურ პარტიებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ოპოზიცია მოითხოვს ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები, გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და გადადგეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თამარ ჟვანია. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საკითხი არ განიხილება.