ვლადიმერ პუტინი დღეს სრულიად მარტო იყო. 9 მაისის აღლუმზე მოსკოვში არცერთი მსოფლიო ლიდერი არ იმყოფებოდა. კრემლის დიქტატორის გვერდით მხოლოდ თავდაცვის მინისტრი იჯდა და რუსეთის ორი უმთავრესი ფიგურა წითელ მოედანზე, საამაყო დღესასწაულის თვალშისაცემად მოკრძლებულ აღინიშვნას ადევნებდა თვალს. ფაქტია – რუსეთის არმია იმდენად რთულ მდგომარეობაშია, რომ აღლუმზე წარსადგენი ტექნიკაც კი არ ჰყავს.
კრიზისს სხვა ფაქტებიც ადასტურებს. მოლოდინის მიუხედავად ვლადიმერ პუტინმა დღეს ვერ გაბედა უკრაინისთვის ომის ოფიციალურად გამოცხადება და საყოველთაო მობილიზაციის დაწყება. რუსულმა არმიამ თავისი მთავარსარდლისთვის გამარჯვების დღესასწაულზე ვერც მარიუპოლის ბოლომდე დამორჩილება შეძლო.
მთავარი არხი