ევროპის ყველაზე მრავლარიცხოვანი და გავლენიანი პოლიტიკური ჯგუფის უპრეზენდენტო გადაწყვეტილება და ღია გზავნილი “ოცნების” ხელისუფლებას. პოლიტპატიმარი მესამე პრეზიდენტი ევროპის სახალხო პარტიის კონგრესზეა მიწვეული, რითიც ევროპელი პოლიტიკოსები კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ სააკაშვილის პოლიტიკური საქმე და მის მიმართ პოლიტიკური შურისძიება მსოფლიო მასშტაბით კვლავ დღის წესრიგშია.
როტერდამის კონგრესზე მესამე პრეზიდენტის ნაცვლად მაღალი ტრიბუნიდან ევროპას სიტყვით მიხეილ სააკაშვილის ნდობით აღჭურვილი პირი მიმართვს, თუმცა ვინ – ამ ეტაპზე გუნდში გადაწყვეტილება მიღებული არ არის. დაზუსტებით ცნობილია, რომ ყრილობაზე “ნაციონალური მოძრაობის” თავმგდომარე გაემგზავრება.
მთავარი არხი