მომღერალი ვალერი მელაძე, რომელმაც რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისთანავე დაგმო რუსეთის ქმედება და უკრაინას მხარი ღიად დაუჭირა, დიდხნიანი პაუზის შემდეგ საკუთარ ოფიციალურ “ინსტაგრამ” გვერდზე ახალი პოსტით გამოჩნდა.
9 მაისთან დაკავშირებით მომღერალი ფილმიდან „ჯარისკაცის მამა“ ფრაგმენტს აქვეყნებს შემდეგი წარწერით:
„გილოცავთ დიდი გამარჯვების დღეს! მარადიული ხსოვნა იმ ერების შვილებს, რომლებიც გვერდიგვერდ იბრძოდნენ მშვიდობიანი მომავლისთვის.“ – წერს მომღერალი.