“ვცდილობთ გავთბეთ როგორმე” – უკრაინაში მიწისქვეშა თავშესაფარში მყოფი ქართველები შველას ითხოვენ

უკრაინაში მყოფი საქართველოს მოქალაქეები თავშესაფრებიდან შველას ითხოვენ. ქვეყანაში ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაეცა, რის გამოც მიწისქვეშა თავშესაფარში ყოფნა გაუსაძლისი გახდა. პრობლემაა ასევე საკვებ პროდუქტებზეც, ზოგიერთ ქალაქში მაღაზიებში უზარმაზარი რიგებია და პროდუქტები ცარიელდება.

მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა დაბომბვების ხმა, დღეს დილით მითხრეს ჩემმა მეგობრებმა, რომ ეს კორპუსები სადაც ვიყავი ომის დაწყებამდე საერთოდ განადგურებულია, ვცდილობთ გავთბეთ როგორმე, თბილისი ტანისამოსი გვაქვს, საკვების პრობლემა ჩვენ არ გვაქვს, მაგრამ ამბობენ, რომ არის ადგილები, სადაც არის ეს პრობლემა”, – ამბობს თავშესაფარში მყოფი ქართველი.

ტვპირველი
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share