ნიკა გვარამიას საქმეზე მოსამართლე გადაწყვეტილებას 16 მაისს, 10 საათზე გამოაცხადებს

ნიკა გვარამიას საქმეზე მოსამართლე გადაწყვეტილებას ორშაბათს 16 მაისს გამოაცხადებს. პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დილის 10 საათზე ჩაინიშნა.

ბოლო  სხდომა 11 მაისს ჩატარდა, სადაც დასკვნითი სიტყვის უფლებით ისარგებლა ნიკა გვარამიამ და მოსამართლეს მიმართა, რის შემდეგაც ლაშა ჩხიკვაძე სათათბიროდ გავიდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share