რუსეთში მცხოვრები მომღერალი, ვალერი მელაძე შოუ ბიზნესს ტოვებს და ძველ პროფესიას უბრუნდება.
ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ „ტელეგრამზე“ დაწერა.
„თავისუფალ დროს ფიქრმა, მიმიყვანა იმ გადაწყვეტილებამდე, რომ ჩემს პირვანდელ პროფესიას დავუბრუნდე.
ინსტიტუტის შემდეგ ასპირანტურა დავამთავრე და დაკავებული ვიყავი მეცნიერებით, წყლის ღრმა წმენდის მიმართულებით. ცოტა ხნის წინ გადავფურცლე ჩემი საკანდიდატო დისერტაცია და გადავხედე ამ სფეროში თანამედროვე მიღწევებს და შევიმუშავე ზღვის წყლიდან მენდელეევის ცხრილის ელემენტების გამოყოფის მეთოდი. ეს ძალიან პერსპექტიული მიმართულებაა. მე შთამაგონებს ახალი მიზანი და იწვევს აზარტს.
მუსიკა რჩება ჩემს საყვარელ საქმედ, თუმცა ყველანაირი ინტერესი დავკარგე შოუ ბიზნესის მიმართ. ჩემთვის აღარ აქვს მნიშვნელობა სიმღერის ფორმატებს, რადიო სადგურებზე როტაციების რაოდენობას, ტელეარხებზე გადაღებებში მონაწილეობას. მე ზუსტად ვიცი, რომ ჩემი სიმღერები დიდი ხანია ცოცხლობენ და კიდევ დიდხანს იცოცხლებენ, ჩემი მსმენელების წყალობით“, – წერს ვალერი მელაძე.