საქართველოს ოქროს ფონდი საფრთხეშია – ამ განცხადებას “მთავარი არხის” ეთერში, დეპუტატი თაკო ჩარკვიანი აკეთებს.
ჩარკვიანის ინფორმაციით, ოლიგარქმა ოქროს ფონდს “თვალი დაადგა” და სწორედ ამ მოტივით გადაიყვანეს თეა წულუკიანი იუსტიციიდან კულტურის სამინისტროში:
“ბიძინა ივანიშვილს თვალი აქვს დადგმული საქართველოს ოქროს ფონდზე და კორუფციულ სქემებში გასვრილი წულუკიანი, რომელმაც არ გამოიძია 2 მილიარდ 700 მილიონის საქმე რკინიგზაში, ამ კორუფციული სქემების სანდოობის გამო, ის გადმოყვანილ იქნა როგოც სანდო პირი კულტურის სამინისტროში, იმიტომ, რომ ივანიშვილს თვალი უჭირავს საქარველოს ოქრის ფონდზე” ამბობს ჩარკვიანი.
ჩარკვიანის თქმით ქვეყნის საგანძურს ახლა ისეთივე საფრთხე ემუქრება, როგორც საყდრისს და გელათს.