“დასკვნა შეიძლება გახდეს დიდი ძვრების მიზეზი” – მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები ჯიშჯარიანის განცხადებაზე

ცენტრ “ემპათიას” სკანდალური დასკვნა – მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები არ გამორიცხავენ, რომ მესამე პრეზიდენტს არასაჭირო  ნეიროლეფსიური პრეპარატებს აძლევდნენ.

მესამე პრეზიდენტის ადვოკატი აცხადებს,რომ უფლებადამცველები პრეპარატებთან დაკავშირებით შესაბამის დასკვნას ელოდებიან.

​”ჩვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვხედავდით, როგორ უგულვებელყოფდა ხელისუფლება მის მიერვე დანიშნული სამედიცინო კონსილიუმის რეკომენდაციებს მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით.

შესაბამისად, ხელისუფლებას, ამ ნაწილში რომ ჩაედინა ის დანაშაულებრვი ქმედებები, რაზეც ქალბატონი მარიამი საუბრობს, ამის გამორიცხვა არ შეიძლება, მაგრამ ვიდრე არ იქნება შესაბამისი კომპეტენტური დასკვნა, მანამდე თვისობრივ კომენტარს ამ ნაწილში ვერ გავაკეთებთ”,-თქვა ბექა ბასილაიამ.

შოთა თუთბერიძე ამბობს, რომ მარიამ ჯიშკარიანის მიერ გავრცელებულმა ინფორმაციამ შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილის საქმეში მნიშვნელოვანი ძვრები გამოიწვიოს.

“ქალბატონი მარიამ ჯიშკარიანის განცხადება უკიდურესად საყურადღებოა ჩვენთის, გვინდა, რაც შეიძლება ჩქარა ვნახოთ ის დასკვნა, რომლის გამოქვეყნებასაც ეს კონსილიუმი აპირებს, იმიტომ რომ ეს დასკვნა შესაძლებელია გახდეს დიდი ძვრების მიზეზი ამ ამბავში, მათ შორის, საერთაშორისო სასამართლოებისთვისაც”,-თქვა შოთა თუთბერიძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share