ვრცელდება აუდიოჩანაწერი სადაც, უკრაინაში მყოფი რუსი სამხედრო ცოლთან სატელეფონო საუბარში ყვება, თუ როგორ კლავს მშვიდობიან მოქალაქეებს და შემდეგ არც კი ინტერესდებიან მატი ვინაოით. აღნიშნულ ჩანაწერს უკრაინის უსაფრთხოების სამსახური, დაზვერვაზე დაყრდნობით ავრცელებს.
რუსი სამხედრო ცოლს უყვება, რომ უკრაინელებს, მიუხედავად იმისა მშვიდობიანი მოქალაქეა თუ თუ არა, აჭრიან ყურებსა და ენებს, აუპატიურებენ ქალებს და შემდეგ კლავენ მათ.
“სარდაფებს იცი როგორ ვწმენდთ? არც ვკითხულობთ მანდ ვინ არის და ყუმბარებს ვაგდებთ. საერთოდ გვკიდია…ჩვენ რაზმს – თვითმკვლელების რაზმს ეძახიან. ავაზაკების რაზმი – გვკიდია..ამის წინებზე ტიპები ჰყვებოდნენ, ერთი ქალი დაიჭირეს, ენა მოაჭრეს, რომ არაფერი მოჰყვეს, გააუპატიურეს და მერე მოკლეს. აქ ისეთებს ვაკეთებ, ყველას ვკლავ, ყ*ეზე მკიდია..მშვიდობიანი მოქალაქეა თუ არაა მშვიდობიანი მოქალაქე ყველას. ყურებს ვაჭრი, მკიდია. შემიძლია უბრალოდ დანა ავიღო და ყურები მოვაჭრა. სულ მკიდია.. მკიდია. ეს რომ სულ რუსეთში იყოს”, – ეუბნება ცოლს, რუსი ოკუპანტი სიცილით.