“ვუერთდებით PEN Georgia – საქართველოს პენცენტრის მოწოდებას ნიკა გვარამიას დაუყონებლივ გათავისუფლების შესახებ” – ამერიკის პენცენტრი

ამერიკის პენცენტრი – “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავებას გამოეხმაურა. განცხადებაში პირდაპირ წერია, რომ გვარამიას დაკავება საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს საქართველოს მასშტაბით – ეს ნიშნავს მედიის თავისუფლების ხარისხის გაუარესებას ქვეყანაში.

“ჩვენ ვუერთდებით PEN Georgia – საქართველოს პენცენტრის მოწოდებას ნიკა გვარამიას დაუყონებლივ გათავისუფლების შესახებ. მთავარი არხის აღმასრულებელ დირექტორს, გვარამიას პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებით 3,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გვარამიას დაკავება საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს მთელი საქართველოს მასშტაბით – ეს ასევე წარმოადგენს პრესის თავისუფლების გაუარესებას ქვეყანაში”, – აღნიშნულია განცხადებაში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share