1-ლი ივნისიდან საქართველოდან გერმანიაში შესვლის მსურველებისთვის ყველა Covid-რეგულაცია უქმდება. საქართველოში გერმანიის საელჩოს ცნობით, მგზავრებისთვის აღარ არის სავალდებულო აცრის, გამოჯანმრთელების ან ჩატარებული ტესტის საბუთის წარდგენა.
“გაუქმდა ინფექციისგან დაცვისათვის შექმნილი მაღალი რისკის მქონე ქვეყნების სია, რადგან ომიკრონი უფრო იშვიათად იწვევს დაავადების რთულ ფორმებს.
ვაქცინაციის საბუთი საჭიროა მხოლოდ იმ პირთათვის, ვინც გერმანიაში ჩადის ქვეყნებიდან, სადაც მოხდა ვირუსის მუტაცია. ამ შემთხვევაში შესვლა შესაძლებელი ხდება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ჩამოთვლილი ყველა ვაქცინით” – აცხადებს გერმანიის საელჩო საქართველოში.