ჟურნალისტი, დაჩი გრძელიშვილი საქართველოს პრემიერს მიმართავს და მდინარე იორდანესთან ქართული კულტურის ცენტრის მშენებლობის ნაცვლად, საქართველოში ონკოკლინიკის გახსნისკენ მოუწოდებს.
“ალიოშა! წმინდა მიწაზე დაბრუნება და კულტურის ცენტრის მშენებლობა კი არა, ერთი წესიერი ონკოლოგიური კლინიკა ააშენე საქართველოში – ხალხი ფეისბუკზე რომ აგროვებს ფულს ბავშვების გადასარჩენად და თურქეთში სამკურნალოდ! მართლა ხალხის გამაბრუებელ ოპიუმად აქციეს რელიგია, რომელზეც საუკუნეები, ამავე ხალხის იდენტობა იდგა…”, – წერს დაჩი გრძელიშვილი.
შეგახსენებთ, რომ მაცხოვრის ნათლობის ადგილზე, მდინარე იორდანესთან, საქართველოს მიწის ნაკვეთი გადმოეცა, სადაც პატრიარქის კურთხევით, ქართული კულტურის ცენტრი აშენდება