“ქართულ ოცნებას” არ სურს ევროკავშირი სიკეთეებთან და მოსახლეობის კეთილდღეობასთან ასოცირდებოდეს. სწორედ ეს არის მოტივი, თუ რატომ ჩქმალავს ხელისუფლება იმ ფაქტს, რომ ოზურგეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების დიდი ნაწილს ევროკავშირი აფინანსებს და და ჩვენი ქალაქის ქუჩებსა და სკვერებს ევროპელი გადასახადების გადამხდელი ხალხის ფულებით ალამაზებენ”
ეს განცხადება, ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატმა, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” და ამავე პარტიიდან ოზურგეთის მერობის კანდიდატმა 2017 წელს, თორნიკე გოგუაძემ, “გურიის მოამბესთან” საუბარში, დღეს, აქციის მიმდინარეობისას გააკეთა.
მისივე თქმით, მმართველი პარტიის მიზანია ევროკავშირი და ნატო ე.წ. მეორე ფრონტთან და მარიუპოლთან ასოცირდებოდეს და საზოგადოება მუდმივად შიშში ყავდეთ:
“ეს რუსული ნარატივია. ისინი ხალხს სიმართელს უმალავენ, უმალავენ რომ დასავლეთთან ინტეგრაცია ჩვენი მხოლოდ უსაფრთხოებისა და სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის გარანტია კი არა, მოსახლეობის კეთილდღეაობა და ცხოვრების დონის მნიშვნელოვნად ამაღლებაა, ღირსეული სამუშაო ადგილები ღირსეული ანაზღაურებით-მათი “აიათოლას” ენაზე მოკლედ რომ ვთქვათ “ჯიბეზე დაეტყობა” თითოეულ ჩვენგანს ევრიპასთან ინტეგრაცია” – გვითხრა გოგუაძემ.
ცნობისათვის: დღეს ოზურგეთში მთავარი ოპოზიციური ძალის, “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა აქცია გამართეს.
მათი წარმომადგენლების განცხადებით, აქციის მიზანი საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდება იყო, რომ ჩვენს ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს ევროკავშირი აფინანსებს და არა “ქართული ოცნება”. ეს უკანასკნელი კი გულმოდგინედ უმალავს ხალხს სიმართლეს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტი 29 მილიონი ლარით გაიზარდა-დღეს ოზურგეთის მუნიციპალურმა საკრებულომ მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას უყარა კენჭი და ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა.
ცვლილებების შეტანის, ანუ ,მატების მიზეზი ძირითადად ევროკავშირის მიზნობრივი გრანტი გახდა-ევროპამ დაახლოებით 11 მილიონი ლარი ოზურგეთის მუნიციპალიტეტს ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად გადასცა.
უფრო კონკრეტულად ევროკავშირმა დახმარების პროგრამის ფარგლებში ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტს მნიშვნელოვანი თანხები გადასცა-მათ შორის ყველაზე მეტი ოზურგეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტებს.
ეს საკითხი გასულ წელს გადაწყდა და მაშინვე გავრცელდა არაოფიციალური ინფორმაცია, რომ ოზურგეთისა და თიანეთის გამორჩევა იმიტომ მოხდა, რომ აქ მაშინ ხელისუფლების სათავეში დამოუკიდებელი მერები- შარაშენიძე და მეჭიაური იყვნენ.
ჩვენს კითხვებს, თუ რატომ არ არის ევროკავშირი არც ერთ დონეზე ნახსენები, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გაღიზიანებები მოყვა, მერმა ავთანდილ თალაკვაძემ, რომელიც სამსახურეობრივ კაბინეტში აქციის დროს შედიოდა ეს კითხვა უპასუხოდ დატოვა.
ოზურგეთის მუნიციპალურმა საკრებულომ, მხოლოდ ის აღნიშნა, რომ “საქართველოს მთავრობის 2021 წლის 27 აპრილის #754 განკარგულებით საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტს გამოეყო 11 135 552 ლარი”.