ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია იაპონიის საელჩოს „ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის“ გამარჯვებული გახდა.
პროექტის ფარგლებში, შეძენილ იქნა 57,329 დოლარის ღირებულების მცირეგაბარიტიანი ნარჩენების შემგროვებელი მანქანა და პლასტმასის შეგროვებისთვის განკუთვილი ურნები, რომლებიც განთავსდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ზღვისპირეთში. ტექნიკის შეძენა ქალაქ ოზურგეთის და გურიის რეგიონის მიერ შემუშავებული მწვანე სტრატეგიის ფარგლებში განხორციელდა, რაც დაეხმარება მუნიციპალიტეტს გადავიდეს ნარჩენების სეპარირებაზე, რომელიც ხელს შეუწყობს ნარჩენების მართვის უფრო მდგრადი მოდელის შექმნას.
„ოზურგეთის მუნიციპალიტეტს იაპონიის საელჩოს მიერ, საგრანტო კონკურსის ფარგლებში შეძენილი ნარჩენების შემგროვებელი მცირე გაბარიტიანი ავტომანქანა და ურნები გადაეცა. ამ პროექტის განხორციელებით შესაძლებლობა მოგვეცა გურიის რეგიონში არსებულ საზღვაო კურორტზე ჩამოსულ დამსვენებელს დავახვედროთ ბევრად უფრო მოწესრიგებული გარემო და გურიის რეგიონი გავხადოთ უფრო მიმზიდველი,“- განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში გიორგი ურუშაძემ.