”ერთი ხელით სარგებლობენ დასავლური სიკეთეებით, მეორე ხელით კი ალტ-ინფოს საოფისე ფართს უთმობდნენ ოზურგეთში

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტი 29 მილიონი ლარით გაიზარდა-დღეს ოზურგეთის მუნიციპალურმა საკრებულომ მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას უყარა კენჭი და ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა.

ცვლილებების შეტანის, ანუ ,მატების მიზეზი ძირითადად ევროკავშირის მიზნობრივი გრანტი გახდა-ევროპამ დაახლოებით 11 მილიონი ლარი ოზურგეთის მუნიციპალიტეტს ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად გადასცა.

უფრო კონკრეტულად ევროკავშირმა დახმარების პროგრამის ფარგლებში ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტს მნიშვნელოვანი თანხები გადასცა-მათ შორის ყველაზე მეტი ოზურგეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტებს.

როგორც აღმოჩნდა, ოზურგეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს ევროკავშირი აფინანსებს და არა ”ქართული ოცნება”. ეს უკანასკნელი კი გულმოდგინედ უმალავს ხალხს სიმართლეს.

სწორედ ამის შესახებ წერს ოზურგეთის საკრებულოს წევრი ენმ-დან, თათია ნიკოლაშვილი სოციალურ ქსელში:

”ოზურგეთლებმა უნდა იცოდნენ, რომ 11 მილიონ ლარზე მეტი, რომლითაც ოზურგეთის იერსახე ლამაზდება, ევროკავშირის მიერ არის გადმორიცხული და არა “ქართული ოცნების” მიერ დაფინანსებული, როგორც ამას მატყუარა მერი ავთანდილ თალაკვაძე / Avtandil Talakvadze არეკლამებს დასპონსორებული პოსტებით.
ეს არის ნათელი მაგალითი,თუ როგორ ცდილობენ ერთი ხელით ისარგებლონ დასავლური სიკეთეებით, მეორე ხელით კი ალტ ინფოს , პუტინისტურ პარტიას საოფისე ფართს უთმობდნენ ოზურგეთში.
ხალხს არ უნდათ აჩვენონ ვინ გვიდგას გვერდში და გვეხმარება, ევროკავშირის სიკეთეებს მალავენ და საკუთრად ასაღებენ,რადგან ისინი არიან ანტიდასავლური და ყველაზე დიდი რუსული პარტია – რუსული ოცნება
მადლობა ევროკავშირს ” – წერს ნიკოლაშვილი.
+2
29
2 კომენტარი
მომწონს

 

კომენტარის დატოვება
გაზიარება
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share