უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გამგზავრების საკითხი კვლავ ღიად რჩება. იუსტიციის მინისტრი შეკითხვებს გაურბის, ფაქტები კი მიუთითებს რომ ოცნების ხელისუფლება ახალ ბერკეტებს ეძებ დროის გასაჭიანურებლად რაც ხელ უწყობს მესამე პრეზიდენტის მდგომარეობის დრამატულად დამძიმებას. ალტერნატიული სამედიცინო ექსპერტიზის პარალელურად სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სამხარაულის ბიუროს დამატებითი სამედიცინო ექსპერტიზა დაუკვეთა.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მხოლოდ ახლა, ცენტრ ემპათიას სპეციალისტების კვლევის პარალელურად დაიწყო მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესწავლა, რაც დამატებით კითხვის ნიშნებს და ვარაუდებს აჩენს.
ხელისუფლების მცდელობის მიუხედავად, ყველა ხერხით გააჭიანუროს სააკაშვილის გამოჯანმრთელების პროცესი, მესამე პრეზიდენტი მზად არის სამხარაულის ექსპერტებს შეხვდეს, თუმცა საკუთარი დათქმით. მესამე პრეზიდენტი ითხოვს ისეთი ტიპის ექსპერტთა ჯგუფის შექმნას, რომლის შემადგენლობაში იქნებიან როგორც “ემპათიას”, ისე სამხარაულის სპეციალისტები.
მთავარი არხი