30 აპრილს ანჯელინა ჯოლი უკრაინის ქალაქ ლვოვში ჩავიდა. ცხელ წერტილში ჰოლივუდის ვარკვლავის სტუმრობის შესახებ მსოფლიომ პირველად ლვოვის ყავის სახლში გადაღებული ვიდეოდან შეიტყო. კადრში ჩანდა, რომ ანჯელინა კაფეში შევიდა, მასპინძლებს გულთბილად უღიმოდა და სამახსოვრო წიგნშიც რაღაც ჩაწერა. ვიდეო ვირუსული გახდა, მაყურებელი განსაკუთრებულად იმ ფაქტმა გაამხიარულა, რომ კაფეში მჯდარმა ბიჭმა, რომელსაც ყურსასმენები ეკეთა და ტელეფონში რაღაცას უყურებდა ჰოლივუდის ვარსკვლავი არ შეიმჩნია.
მოგვიანებით ანჯელინა ლვოვის რკინიგზის სადგურს ესტუმრა და მოსახლეობას შეხვდა, შემდეგ კი საავამდყოფოში ომის დროს დაშავებული ბავშვები მოინახულა.
უკრაინულმა მედიამ ყველას ინტერესი ერთიანად დააკმაყოფილა და იპოვა ბიჭი, რომელიც მეზობელ მაგიდასთან მშვიდად იჯდა…
“მაგიდას მივუჯექი, ყურსასმენები მეკეთა. უცებ გავიგე, რომ ვიღაც ინგლისურად ლაპარაკობდა. ვიფიქრე, რომ “ინსტაგრამის” რომელიმე ცნობილი ამერიკელი ადამიანი იყო. რატომღაც ვერ შევამჩნიე, დავინახე, მაგრამ ვერ მივხვდი ვინ იყო, ვერ ვიცანი“, – უთხრა ბიჭმა ჟურნალისტს და დაამატა, რომ ჯოლის მონაწილეობით ბევრი ფილმი უნახავს, მაგრამ ცხოვრებაში ის სულ სხვანაირია.
იულიკმა ასევე თქვა, რომ იმ მომენტში ის მუსიკას უსმენდა და “ინსტაგრამზე” პოსტებს ათვალიერებდა. მერე კი სახლში წავიდა.
“შინ მივედი, დედაჩემმა მაჩვენა ვიდეო, რომელიც მეზობელმა გაუგზავნა, მეუბნებოდა, რომ უკვე პოპულარული ვარ. გზად სახლისკენ, დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში აღმოჩნდა, რომ უკვე ყველა ჩემზე წერდა, თავი სიზმარში მგონია, ყველაფერი თითქოს რეალურია და მაგრამ ასე მგონია, რომ გავიღვიძებ და ეს ყველაფერი გაქრება“, – ამბობს იულიკი.
კვირის პალიტრა