მსოფლიო ალექსეი ნავალნი: მოვუწოდებ ყველას, გამოვიდნენ ქუჩაში და იბრძოლონ მშვიდობისთვის – პუტინი არ არის რუსეთი

რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი, რომელიც ამ დროისათვის საპატიმრო დაწესებულებაში იმყოფება, რუსეთ-უკრაინის ომს ეხმიანება და მოსახლეობას მოუწოდებს, ომის წინააღმდეგ ქუჩაში გამოვიდნენ.

“ჩვენ – რუსეთს გვინდა, ვიყოთ მშვიდობის ერი. თუმცა, ახლა ასეთად ძალიან ცოტა მიგვიჩნევს.

მაგრამ შეშინებული, გაჩუმებული ერი მაინც არ გავხდეთ. მშიშრები, რომლებიც თითქოს ვერ ამჩნევენ აგრესიულ ომს, რომელიც ჩვენმა აშკარად გიჟმა მეფემ გააჩაღა უკრაინის წინააღმდეგ.

მე არ შემიძლია, არ მინდა და არ გავჩუმდები, როდესაც ვუყურებ, როგორ იქცა 100 წლის წინანდელ მოვლენებთან დაკავშირებული ფსევდოისტორიული სისულელეები რუსებისთვის უკრაინელების მოკვლის საბაბად, ხოლო ისინი  თავის დაცვის მიზნით რუსებს კლავენ.

21-ე საუკუნის ოციანი წლებია და ჩვენ ვუყურებთ ახალ ამბებს ტანკებში და დაბომბილ სახლებში დამწვარი ადამიანების შესახებ. ჩვენ ტელევიზორში ვუყურებთ ბირთვული ომის დაწყების რეალურ საფრთხეებს.

მე ვარ სსრკ-დან. მე იქ დავიბადე და მთავარი ფრაზა ჩემი ბავშვობიდან – “ბრძოლა მშვიდობისთვის”. მოვუწოდებ ყველას, გამოვიდნენ ქუჩაში და იბრძოლონ მშვიდობისთვის.

პუტინი არ არის რუსეთი. და თუ არის ახლა რუსეთში რაიმე, რომლითაც ყველაზე მეტად შეგიძლიათ, იამაყოთ, ეს არის ის 6835 ადამიანი, რომლებიც დააკავეს, რადგან – ყოველგვარი მოწოდების გარეშე – გამოვიდნენ ქუჩებში პლაკატებით “არა ომს”.

ამბობენ, რომ ვინც აქციაზე არ მიდის და არ რისკავს რომ დააპატიმრებენ, არ შეუძლია, სხვას მოუწოდოს, რომ აქციაზე წავიდესო. მე ციხეში ვარ, ასე რომ, მგონია, შემიძლია…

თუ ომის შესაჩერებლად ციხეები საკუთარი თავით უნდა ავავსოთ, დაე, ასეც იყოს.

ყველაფერს აქვს ფასი და ახლა, 2022 წლის გაზაფხულზე, ეს ფასი ჩვენ უნდა გადავიხადოთ, სხვამ არავინ. არ გამოვიდეთ “ომის წინააღმდეგ”, არამედ ვიბრძოლოთ ომის წინააღმდეგ” , – წერს ნავალნი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share