ჭინჭაოს კრატერული წარმოშობის ტბა
რომელიც მდებარეობს გურიაში, ზღვის დონიდან 2500 მეტრზე.
ტბა სიდიდით არ გამოირჩევა, თუმცა ძალიან ლამაზია და ასეთ სიმაღლეზე განუმეორებელ შთაბეჭდილებას ტოვებს.
ჭინჭაოს ტბასთან გადის გომისმთა – ბახმაროს დამაკავშირებელი გრუნტიანი სამანქანო გზა, რომლის სიგრძეც 40 კმ – ია. მანძილი გომისმთიდან ტბამდე 11 კმ-ია.