14 მილიონი უკრაინელი იძულებული გახდა, საკუთარი სახლი დაეტოვებინა

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის მონაცემებით, რუსეთის შეჭრის შემდეგ, თითქმის 14 მილიონი უკრაინელი იძულებული გახდა, საკუთარი სახლი დაეტოვებინა.

ქვეყნიდან გასულთა უმეტესი ნაწილი ქალი და ბავშვია, რადგან 18-დან 60 წლამდე კაცებს ქვეყნის დატოვება საომარი მდგომარეობის დროს ეკრძალებათ.

უწყების ცნობით, უკრაინაში ამჟამად 15,7 მილიონ ადამიანს სჭირდება ჰუმანიტარული დახმარება. ასიათასობით ადამიანს არ აქვს წვდომა წყალზე და ელექტროენერგიაზე

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share