გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის მონაცემებით, რუსეთის შეჭრის შემდეგ, თითქმის 14 მილიონი უკრაინელი იძულებული გახდა, საკუთარი სახლი დაეტოვებინა.
ქვეყნიდან გასულთა უმეტესი ნაწილი ქალი და ბავშვია, რადგან 18-დან 60 წლამდე კაცებს ქვეყნის დატოვება საომარი მდგომარეობის დროს ეკრძალებათ.
უწყების ცნობით, უკრაინაში ამჟამად 15,7 მილიონ ადამიანს სჭირდება ჰუმანიტარული დახმარება. ასიათასობით ადამიანს არ აქვს წვდომა წყალზე და ელექტროენერგიაზე