გარდაიცვალა რეჟისორი თემურ ჩხეიძე

ქართველი რეჟისორი, თემურ ჩხეიძე 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.

1965-1967წწ. იყო ზუგდიდის დრამატული თეატრის, 1967-1970წწ. მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრის, 1970-1980წწ. რუსთაველის თეატრის, 1980-1990წწ. მარჯანიშვილის თეატრის რეჟისორი. 1981-1988წწ. საქართველოს სატელევიზიო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის მსახიობის ოსტატობისა და რეჟისურის პედაგოგი(1969 წლიდან მცირე ინტერვალებით). 1991 წლიდან არის სანქტ პეტერბურგის დიდი დრამატული თეატრის რეჟისორი, 2004 წლიდან მთავარი რეჟისორი, 2007-2013წწ. სამხატვრო ხელმძღვანელი. დადგმული აქვს 80-მდე დრამატული, საოპერო და სატელევიზიო სპექტაკლი, მათ შორის, მოზარდ მაყურებელთა თეატრში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share