დედამიწაზე მდებარეობს რამდენიმე ადგილი, სადაც ათეულ და ასეულ წელზე მეტია ხანძარი არ ქრება, მათ შორისაა როგორც ბუნებრივი, ასევე ტექნოგენური წარმოშობის ხანძრები.
განვიხილოთ 5 ყველაზე საინტერესო მათგანი:
1)„ცეცხლოვანი მთა იანარტაში“, რომელიც თურქეთში მდებარეობს ქალაქ ქემერის სიახლოვეს. მთის მწვერვალზე, აი უკვე 2500 (!) წელია, ცეცხლის ალები ცეკვავენ. მეცნიერები მას მთაში მდებარე მეთანისა და სხვა აირების არსებობით ხსნიან, რომლებიც ზედაპირზე ამოიფრქვევიან და „მარადიული ცეცხლის“ არსებობას ხელს უწყობენ. ლეგენდა კი, ამ ყველაფერს მითოლოგიურ ქმნილებას – ქიმერას უკავშირებს, რომელიც თითქოსდა ამ მთაზე იქნა მოკლული.
2) კიდევ ერთი ძირველი ხანძარი, რომელსაც „სამუდამო“ შეარქვეს, მძვინვარებს ერაყში, ქალაქ ქირქუქის ახლოს, მსხვილი ნავთობ-საბადოს ცენტრში. ამ შემთხვევაშიც, ხანძრის მიზეზი ნიადაგის ნაპრალებიდან ბუნებრივი აირების ამოფრქვევაა. ოფიციალური მონაცემებით, ცეცხლი ამ ადგილას, როგორც მინიმუმ 400 წელია რაც აქტიურია. ითვლება, რომ „სამუდამო“ ხანძარი მოხსენიებული აქვთ როგორც ჰეროდოტს, ასევე პლუტარქსაც. უფრო მეტიც, ბევრს დღემდე სწამს, რომ „სამუდამო“ ხანძრის ცეცხლში ჩააგდეს სამი იუდეველი ყმაწვილი, ბიბლიური მეფის, ნაბუქოდონოსორის ბრძანებით, რომლებმაც კერპთაყვანისმცემლობაზე უარი თქვეს.
3) Smoking Hills-ის პირველი დოკუმენტური ხსენება, რომელიც კანადის კონცხ ბატჰერსტზე მდებარეობს, დათარიღებულია 1850 წლით: ცეცხლის ალი პირველად შეამჩნიეს არქტიკული ექსპედიციის წევრებმა, კაპიტან ჯონ მაკ-კლურის ხელმძღვანელობით. თავდაპირველად მკვლევარებმა გადაწყვიტეს, რომ თავიანთი ლაშქრობის მიზანს მიაღწიეს, რომელიც ფრანკლინის დაკარგული ექსპედიციის პოვნას წარმოადგენდა. თუმცა, მიახლოებისას აღმოჩნდა, რომ ცეცხლი დაკარგული პოლარული მკვლევარების მიერ დანთებული სულაც არ იყო, არამედ თვით ბუნების მიერ. კლდე, რომლიც შემადგენლობაშიც ფიქალის, ნახშიროვანი პირითისა და გოგირდის ნაზავი ქარის მიერ ნიავდება, ხოლო მისი მინერალები ალდებიან, შორიდან დღემდე ხანძარს მოაგონებს მნახველებს.
4) თურქმენეთში გეოლოგებმა მოულოდნელად გახსნეს „ჯოჯოხეთის კარიბჭე“ – ზუსტად ასე უწოდებენ დარვაზის კრატერს. 1971 წელს, ერბენთის რაიონში, სოფელ დარვაზის სიახლოვეს, აღმოაჩინეს ბუნებრივი აირის საბადო, რომელზეც მალევე ჭაბურღილი აღმართვა დაიწყეს, სამუშაოებისას კი, ნიადაგი მოულოდნელად ჩასკდა და ჭაბურღილი აღჭურვილობასთან ერთად მიწის ღრუში ჩავარდა. იმისათვის, რომ მომწამლავ აირებს გარეთ არ გამოეჟონათ, გადაწყდა მათი ხელოვნურად აალება. გეოლოგები ვარაუდობდნენ, რომ ხანძარი რამოდენიმე დღეში ჩაქვრებოდა, მაგრამ შეცდნენ: მას შემდეგ, კრატერიდან ამომავალი აირი დრედაღამ გაუთავებლად იწვის.
5) ადამიანის დაუდევრობითაა გამოწვეული, გაუთავებელი ხანძარი ამერიკის შტატ პენსილვანიის აწ “ქალაქ მოჩვენებაში” – ცენტრალიაში, სავალალო შედეგით. ხანძარი პირველად 1962 წელს გაჩნდა: ქალაქის საბჭომ დაიქირავა 5 მოხალისე-მეხანძრე ქალაქის ნაგავსაყრელის ხანძრით გასაწმენდად, მაგრამ არავინმა არ გაითვალისწინა, რომ ნაგავსაყრელი მდებარეობდა მიტოვებული ქვანახშირის საბადოში. შედეგად, ცეცხლი საბადოს ქსელს სრულად მოედო, რომელიც ქალაქის ქვემოთ მდებარეობდა. დროთა განმავლობაში, ქალაქის მაცხოვრებლების სულ უფრო და უფრო დიდი ნაწილი უჩიოდა ჯანმრთელობის პრობლემებს, გამოწვეულს მომწამლავი აირებისა და კვამლისგან, რომლებიც მიწასა და ასფალტში გაჩენილი ნაპრალებიდან ჟონავდნენ. მიწისქვეშა ხანძარი ვერანაირად ვერ ჩააქრეს წლების განმავლობაში. შედეგად, მოსახლეობას ქალაქის მიტოვება მოუწია. იქ, სადაც უწინ ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა, 2017 წლის აღრიცხვით მხოლოდ 10 ადამიანია დარჩენილი.
საინტერესო ფაქტია: ქალაქი, საშინელება ჟანრის პოპულარული ვიდეო თამაშის სერიის – Silent Hill-ის პროტოტიპი გახდა, მოგვიანებით კი, თამაშმა ეკრანიზაციაც მიიღო ორი ფილმის სახით, რომლებშიც ქალაქი თავისთავად ფიგურირებდა.
ავტორი: ირაკლი სალუქვაძე