“ვაკვირდები, რომ ბოროტებას საზღვარი აღარ აქვს, თუ საქველმოქმედო კონცერტი იმართება უკრაინის მხარდამჭერი… აქედან მიდის წერილი, რომ არ იმღეროთ ამ კონცერტზე. არ მისცეთ კანდიდატის სტატუსი, არ ჩამოხვიდეთ საქართველოში, იმიტომ რომ სიკვდილი დადის, არ მოგვცეთ უვიზო მიმოსვლა და არ მთავრდება ეს – ღალატი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ვერ აცნობიერებენ ვინც ამას სჩადის, როგორ ღალატობენ თავის ქვეყანას.
ფაქტია, ვერ გამოვდივართ ქვეყნის საკეთილდღეო საქმეები ვაკეთოთ და იმდენად არის საზოგადოება გაყოფილი, კონკრეტული ჯგფუფი, რომელიც ამას ჩალიჩობს ვეღარც ხვდებიან სად დაამთავრონ ეს ამბავი. კონცერტზე, სადაც ქართველი და უკრაინელი მომღერლები იყვნენ დაპატიჟებულნი აქედან მიდიოდა წერილი წერილზე, რომ არ ჩამოხვიდეთ ეს არის რუსული ხელისუფლება, აშუქებს რუსული მედია, უკრაინელებზე ამ სიტუაციამ იმუშავა და არ ჩამოვიდნენ და არ მიიღეს მონაწილეობა.” – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ გადაცემა “უცნობის კიდობანში”.