„სოლიდარობის ქსელი“ „ფეისბუქზე“ შემდეგ ინფორმაციას ავრცელებს:
“პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა/ The First University Cliniciის ხელმძღვანელობა, კერძოდ თავად ლევან რატიანიც, აგრძელებს პროფკავშირული ნიშნით დისკრიმინაციას. ჩვენ არ გავაჩერებთ კოლექტიურ ბრძოლას ღირსეული ხელფასისა და შრომის პირობებისთვის და თითოეულ მავნებლურ კანონდარღვევას გამოვააშკარავებთ:
„მოგესალმებით, გუშინწინ ჩემი მორიგეობისას მოვიდა განყოფილებაში ბატონი ლევან რატიანი და არასდროს რომ არ გაუკეთებიათ, გუშინ მოიტანა ისტორია და ნახა ჩემი ძველი დანიშნულება როგორ იყო შესრულებული. ვინაიდან უფროსი ექთანი ხელმძღვანელობდა დანიშნულების მიხედვით ხარჯების აღრიცხვისას, ზედმეტობაში იყო რინგერი და ბენოდილი, შესაბამისად დანიშნულებაში ეს არ იყო შემოხაზული. მთელი კოვიდის პერიოდში არასდროს იყო ხოლმე შემოხაზული და მთელი 2 წლის მანძილზე არავის არაფერი უთქვამს ექთნებისთვის, როდესაც დანიშნულება ყოველდღიურად მოწმდებოდა ხარისხის სამსახურის მიერ. პროფკავშირებში გაწევრიანების შემდეგ დანიშნულებაში შემოხაზვა გახდა მნიშვნელოვანი ხომ?! ასევე ერთ-ერთ პაციენტზე, თანაც ცნობილ ადამიანზე მითხრა რატომ არ ეწერა ყოველ 1 საათში სასიცოცხლო პარამეტრები, რომელიც თურმე ეკუთვნის ინტენსიურს (მე არც კი ვიცოდი) და მიწევს პალატაში, თანაც სხვა განყოფილების პალატაში. შეშინებულები, ისევ თვითონ იწვავენ საკუთარ თავს. შრომის ინსპექცია / Labour Inspection Officeის მიერ გამოძიებული უნდა იქნას ეს დისკრიმინაციის ფაქტი. არ შეგეშინდეთ არაფრის, უნდა გავერთიანდეთ! სისტემა უნდა შევცვალოთ, მედპერსონალი იმსახურებს უკეთეს ხელფასსა და უკეთეს შრომის პირობებს!”- დავით კაპანაძე, ექთანი, ექიმი-სტუდენტი, სოლიდარობის ქსელის პროფკავშირის წევრი.