“მინდა ვუთხრა ჩვენ ძვირფას ხალხს, რომ სწორედ “ქართული ოცნების” და ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა ყველა ის ხელშესახები მიღწევა, რომელიც უკავშირდება საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციას. და მე რამდენიმეს შევახსენებ ჩვენ მოსახლეობას – ასოცირების ხელშეკრულება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი და ახლა უკვე ევროპული პერსპექტივა და კანდიდატის სტატუსი. ეს ყველაფერი, მეგობრებო, უკავშირდება “ქართული ოცნების” მმართველობას,“ – თქვა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოზე, რომელსაც ევროკომისიამ სტატუსის მინიჭებაზე რეკომენდაცია არ გაუწია.