“ძალიან გამეხარდა რაც ვნახე, მაგრამ ერთი სიტყვითაც არ უხსენებიათ მიხეილ სააკაშვილი, რომლის სიცოცხლე ბეწვზე კიდია….ის, ვინც წარსულს ივიწყებს, მომავალში ბევრ შეცდომას დაუშვებს”-დოდონა კიზირია

ძალიან გამეხარდა ის, რაც დღეს ვნახე – უამრავი ხალხი თბილისში და სხვა ქალაქებში, უამრავი ახალგაზრდა, მიუხედავად მათ შორის ჩემთვის საკმაოდ ოდიოზური პიროვნებებისა.
მაგრამ…
მაგრამ…
მაგრამ ერთი სიტყვითაც კი არ უხსენებიათ მიხეილ სააკაშვილი, რომლის სიცოცხლე ბეწვზე კიდია, რომელიც იყო ავტორი იმისა, რასაც დღეს სიამაყით იხსენებდნენ – რომ საქართველო ერთ დროს იყო ყველაზე პროგრესული, ყველაზე მოწინავე ყველა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის, რომ საქართველოს მოიხსენიებდნენ, როგორც მართლაც ევროპული ღირებულებების ქვეყანად.
თუმცა კარგია, რომ ნიკა მაინ ახსენეს.
ის, ვინ წარსულს ივიწყებს, მომავალში ბევრ შეცდომას დაუშვებს.
წერს ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი დოდონა კიზირია.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share