ოპოზიცია რეგიონებში შეხვედრებს მართავს. “ნაციონალური მოძრაობის” წევრები, გიორგი ბოტკოველი და ანი წითლიძე თანაგუნდელებსა და ადგილობრივ მოსახლეობას მარტვილში ხვდება.
ადგილობრივებს სპეციალურ ბუკლეტებს – “ევროპა ჩვენი არჩევანია” ურიგებენ. ოპოზიცია მოქალაქეებს აქტიურობისკენ მოუწოდებს.
გიორგი ბოტკოველის თქმით, ხელისუფლება არ გამოხატავს ხალხის ნებას, ამიტომ აუცილებელია, რომ 3 ივლისს აქციაში მონაწილეობა ბევრმა ადამიანმა მიიღოს და საერთაშორისო პარტნიორებს ქართველი ხალხის ხმა ამ ფორმით გააგონონ.