რეკომენდაციის 12 პუნქტს, ევროკავშირის მიერ საქართველოს ხელისუფლებისთვის მიცემულ 12 წითელ ბარათს უწოდებს პოეტი რატი ამაღლობელი.
პოეტის თქმით, მთავრობამ ადგილი უნდა დაუთმოს იმ პროფესიონალებს, რომლებზეც ფართო საზოგადოებაში მოხდება შეთანხმება.
”მთავრობა, რომელიც უმთავრეს ვალდებულებას ვერ შეასრულებს და ჩაშლის ევროპულ ინტეგრაციას და მიიღებს 12 წითელ ბარათს, ის უნდა წავიდეს სახლში, დაისვენოს და დაუთმოს ადგილი ისეთ ადამიანებს, რომლებიც შეასრულებენ ამას, არა პოლიტიკოსებს, როგორც ჩვენს მოთხოვნაში იყო, არამედ ადამიანებს, რომლებიც არიან პროფესიონალები, რომლებზეც მოხდება შეთანხმება ფართო საზოგადოებაში და მათ შორის პარლამენტში“. – ამბობს რატი ამაღლობელი.
შეგახსენებთ, რომ სამოქალაქო მოძრაობამ “შინ ევროპისკენ” მოთხოვნები 24 ივნისს გამართულ აქციაზე გააჟღერა. პროტესტის მონაწილეები ითხოვენ, გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი და ეროვნული თანხმობით შეიქმნას მთავრობა, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციის 12-ვე პუნქტს შეასრულებს.
ტვ პირველი